ირაკლი ფავლენიშვილი – საქართველოში არეულობის მთავარი მიზეზი არის ის, რომ 20-პროცენტიანი პოლიტიკური ძალა ცდილობს, ხელისუფლებაში დარჩეს

„საქართველოში არეულობის მთავარი მიზეზი არის ის, რომ 20-პროცენტიანი პოლიტიკური ძალა ცდილობს, ხელისუფლებაში დარჩეს, – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა გარე ჩარევებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ განცხადების საპასუხოდ განაცხადა.
ფავლენიშვილის თქმით, ეს არის მიზეზი, რომ შეიძლება დესტრუქციულ პროცესები მოხდეს.
„ოპოზიცია ბოლომდე პასუხისმგებლობით ეკიდებოდა საქმეს, არასდროს გვინდოდა პოლიტიკურ პროცესების გამწვავება და კანონის ჩარჩოებიდან გასვლა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც 20 – პროცენტიანი პოლიტიკური ძალა ცდილობს, ძალაუფლება შეინარჩუნოს, ეს რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის უსაფრთხოების კუთხით ძალიან სერიოზულ გამოწვევას უკავშირდება“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ