ირაკლი ფავლენიშვილი – „ოცნებას“ და ივანიშვილის ბანდას შევახსენებ, რომ რამდენჯერაც ევროპული ინტეგრაციის პროვოკაციულად შეჩერება სცადეს, იმდენჯერ არ გაუვიდათ და არც ახლა გაუვათ

„ოცნებას“ და ივანიშვილის ბანდას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ რამდენჯერაც მათ ევროპული ინტეგრაციის პროვოკაციულად შეჩერება სცადეს, იმდენჯერ არ გაუვიდათ და არც ახლა გაუვათ, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციაზე – „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს „ხრამში ჩატოვებს“.
„დღეს ქართველი ხალხის სამართლიან პროტესტს ვხედავთ. მთელი ცივილიზებული სამყარო ქართველ ხალხთან ერთად შეთანხმდა, რომ ეს კანონპროექტი, გეოპოლიტიკურად, ხრამში დამტოვებელია. ეს კანონპროექტი რუსულ ორბიტაზე დაგვტოვებს. ამის გამო, მისი გაწვევა უმნიშვნელოვანესია და ამისთვის ქართველი ხალხი ყველაფერს იზამს.
„ოცნებას“ და ივანიშვილის ბანდას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ რამდენჯერაც მათ ევროპული ინტეგრაციის პროვოკაციულად შეჩერება სცადეს, იმდენჯერ არ გაუვიდათ და არც ახლა გაუვათ“, – აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ: დე ფაქტო “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური – ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით

მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს