ირაკლი ფავლენიშვილი – მარტო პესკოვი, დუგინი რომ გყავს მხარდამჭერი და მთელი ცივილიზებული სამყარო გეუბნება, რომ ეს კანონი არის რუსული, ამაზე მეტი ლუსტრაცია როგორ უნდა მოხდეს

მარტო პესკოვი, დუგინი რომ გყავს მხარდამჭერი და მთელი ცივილიზებული სამყარო გეუბნება, რომ ეს კანონი არის რუსული, ამაზე მეტი ლუსტრაცია როგორ უნდა მოხდეს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა, პარლამენტთან გამართულ აქციაზე განაცხადა.
ს განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არის გეოპოლიტიკური ტესტი.
„ასე აღიქვამს გერმანიის კანცლერი, -ს სახელმწიფო დეპარტამენტი და მარტო პესკოვი, დუგინი რომ გყავს მხარდამჭერი, რომლებიც უბოროტესი მტრები არიან შენი ქვეყნის, ეს კანონი რუსულია თუ არ არის რუსული ამაზე საუბარი ზედმეტია.
ამაზე მეტი ლუსტრაცია როგორ უნდა მოხდეს. გუშინ, როდესაც აქციაზე ვიყავი, მარტო თანაპარტიელები კი არ იყვნენ ჩემს გარშემო, არამედ ჩემი ბავშვობის მეგობრები, რომლებისთვისაც რაღაც რომ გეკითხათ რამდენიმე თვის წინ გეტყოდნენ, რომ აპოლიტიკურები არიან, სხვადასხვა კომპანიაში მუშაობენ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, საკმაოდ კარგი შემოსავალიც აქვთ, მაგრამ მათთან ერთად გვერდზე ვიყავი და პოლიციის ძალადობის მსხვერპლები ვიყავით, როდესაც პოლიციები არ გვაძლევდნენ უფლებას დაგვეფიქსირებინა ჩვენი კონსტიტუციური უფლება.
ქართველმა ხალხმა, საზოგადოების ყველა სეგმენტმა კარგად იცის, რომ ეს კანონი არის თითოეული მათგანისთვის საფრთხე, რადგან პუტინმა ამ კანონით მონიშნა თავისი გავლენის სივრცე. როდესაც ეს კანონი დარეგისტრირდება არც არასამთავრობო სექტორი იმუშავებს და არც პროექტები, ყველაფერი დასავლური იქნება ამოძირკვული. ეს ადამიანები, ჩემი მეგობრები, რომლებზეც მე ახლა ვსაუბრობდი აპოლიტიკურები კი არ არიან, უბრალოდ პარტიული აფილიაციები არ გააჩნიათ, მაგრამ აქვთ სურვილი, რომ იცხოვრონ თავისუფალ ქვეყანაში და ეს სურვილი იმდენად ძლიერია, რომ ივანიშვილის ბანდა ვერანაირი ჯებირით ვერ შეაჩერებს ამას. მოგიწოდებთ ყველას, რომ გამოხვიდეთ გარეთ ჩვენი ევროპული მომავლისათვის“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ: დე ფაქტო “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური – ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით

მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს