ირაკლი ფავლენიშვილი – ის, რომ კონსტრუქციული ურთიერთობა უნდა გვქონდეს ყველა ქვეყანასთან, არ ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ საერთოდ გადაუხვიოს ევროკავშირის გაცხადებულ საგარეო კურსს

ის, რომ კონსტრუქციული ურთიერთობა უნდა გვქონდეს ყველა ქვეყანასთან, არ ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ საერთოდ გადაუხვიოს ევროკავშირის გაცხადებულ საგარეო კურსს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რითაც „ქართული ოცნებისა“ და ს პარლამენტის წარმომადგენლების შეხვედრა შეაფასა.
ს განცხადებით, ის, რომ კონსტრუქციული ურთიერთობა უნდა გვქონდეს ყველა ქვეყანასთან, არ ნიშნავს ასევე იმასაც, რომ ჩვენ უნდა შევიცვალოთ საგარეო პოლიტიკური ვექტორი.
„ეს არ ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ საერთოდ გადაუხვიოს ევროკავშირის გაცხადებულ საგარეო კურსს, უსაფრთხოების კონცეფციას. ასევე არ ნიშნავს იმას, რომ ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის საგარეო პოლიტიკურ ფრონტზე მიიღოს ევროკავშირის ხედვის საწინააღმდეგოდ და თავისი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ“,- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ