ირაკლი ფავლენიშვილი – ირაკლი ეძგვერაძეს და სხვა ადამიანებს, რომლებსაც ექნებათ წამყვანი თანამდებობა თბილისის ორგანიზაციაში, აუცილებლად ვიხილავთ პოლიტსაბჭოში, თუმცა იმის შემდგომ, რაც ყრილობა გაიმართება

ირაკლი ეძგვერაძეს და სხვა ადამიანებს, რომლებსაც ექნებათ წამყვანი თანამდებობა თბილისის ორგანიზაციაში, აუცილებლად ვიხილავთ პოლიტსაბჭოში, თუმცა იმის შემდგომ, რაც გაიმართება ყრილობა, სადაც ოფიციალურად დამტკიცდებიან და აირჩევიან ეს ადამიანები თანამდებობაზე, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა.
ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, ყრილობა დეკემბერში ჩატარდება.
„ირაკლი ეძგვერაძეს და სხვა ადამიანებს, რომლებსაც ექნებათ წამყვანი თანამდებობა თბილისის ორგანიზაციაში, აუცილებლად ვიხილავთ პოლიტსაბჭოში, თუმცა იმის შემდგომ, რაც გაიმართება ყრილობა, სადაც ოფიციალურად დამტკიცდებიან და აირჩევიან ეს ადამიანები თანამდებობაზე. ეს ყრილობა ჩატარდება დეკემბრის თვეში და, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლო თვეების განმავლობაში აჩვენებს უპრეცედენტო მაგალითს შიდა დემოკრატიის და მათ შორის მსგავსი ტიპის თანამდებობის მქონე ადამიანები, როგორიც ბატონი ირაკლია, იქნებიან არჩეულები ფართო ჩართულობით“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა

ირაკლი კობახიძე – ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით შენიშვნა მხედველობაში მისაღებია – 3-4 შემთხვევაში კონკრეტული გადაცდომები იყო, თუმცა ადამიანების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა – რაც შეეხება ძალადობას, მტკნარი სიცრუეა