ირაკლი ფავლენიშვილი – ეს იყო არა გარდაცვალება, არამედ კიდევ ერთი მკვლელობა, რომელიც პუტინის რეჟიმმა ჩაიდინა კიდევ ერთი პოლიტიკური ოპონენტის – ნავალნის მიმართ

ეს იყო არა გარდაცვალება, არამედ კიდევ ერთი მკვლელობა, რომელიც პუტინის რეჟიმმა ჩაიდინა კიდევ ერთი პოლიტიკური ოპონენტის – ნავალნის მიმართ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
ს განცხადებით, ნავალნის მკვლელობა უნდა იყოს მოტივაცია მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის, რომ გაძლიერდეს უკრაინის მხარდაჭერა, რათა „საბოლოოდ განადგურდეს ეს ბოროტების იმპერია“.
„ეს იყო არა გარდაცვალება, არამედ კიდევ ერთი მკვლელობა, რომელიც პუტინის რეჟიმმა ჩაიდინა კიდევ ერთი პოლიტიკური ოპონენტის – ნავალნის მიმართ. ნავალნი იყო ამ რეჟიმის მოწინააღმდეგე და საბოლოო ჯამში მისი ეს ბრძოლა ასრულდა მკვლელობით, ამიტომაც კიდევ ერთი მოტივაცია უნდა იყოს დასავლური და მთლიანად ცივილიზებული სამყაროსთვის, რომ დაჩქარდეს და გაძლიერდეს უკრაინის მხარდაჭერა, რადგან პუტინისტური რეჟიმის, ამ ბოროტების იმპერიის ნგრევისთვის აუცილებელია ში უკრაინელი ხალხის და უკრაინის სახელმწიფოს ძლიერ გამარჯვება და ამ გამარჯვებისთვის ფინანსური და სამხედრო დახმარება უნდა გაძლიერდეს და ეს ფაქტი კიდევ ერთ რამეს მოწმობს, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ არის დაფუძნებულ მხოლოდ მკვლელობებზე, სისხლისღვრაზე და ტერორიზმზე“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა, რომლის კომენტარს „ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს.