დღეს, როდესაც საქართველო არის დამოუკიდებელი, მარო მაყაშვილი, შალვა ერისთავი და სხვა გმირები უკვე არიან გამარჯვებულები, რადგან ქართული სახელმწიფოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა არის მარადიული, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და “გამარჯვების კოალიციის” ლიდერებმა იუნკერთა მემორიალზე გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
“ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ საქართველოს თავისუფლებისთვის შეწირულ გმირებს. მარო მაყაშვილის, შალვა ერისთავის, ოთარ თავართქილაძის და სხვა გმირების ბრძოლა აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით. დღეს, როდესაც საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, როდესაც მათი ხსოვნა არის უკვდავყოფილი, როდესაც ჩვენი ევროპული ინტეგრაცია არის გარდაუვალი, რა თქმა უნდა, შეიძლება ითქვას, რომ ისინი უკვე არიან და იქნებიან მუდამ გამარჯვებულები, რადგან ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება არის მარადიული”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.