ირაკლი ტაბლიაშვილი: იხარეთ და ისარგებლეთ პენსიონერებო! რავა სულ ბოლო წელს გახსენდებათ ეს პენსიონერები და მევალეები ისე?..

ჟურნალისტი, ირაკლი ტაბლიაშვილი:

როგორ ყალბდება არჩევნები და… უშუალოდ უბნებში კი არა, არამედ, მანამდე!..
ამ, სესხშემცირებული 150 000 პენსიონერის გული მოიგო ახლა მთავრობამ!.. და ამდენზე ოდნავ ნაკლების საარჩევნო ხმა ჩააკოკლოზინა საკუთარ კალათაში! ახლა რომ ვთქვა, რომ ბებია-ბაბუები დააგოიმა-მეთქი, 4741 ტროლი დამიწყებს ლანძღვას! ამიტომ, იხარეთ და ისარგებლეთ პენსიონერებო! გილოცავთ! და მხნედ იყავით! პ.ს. რავა სულ ბოლო წელს გახსენდებათ ეს პენსიონერები და მევალეები ისე?..
მეც მაქვს …. დოლარი ვალი და ჩემს ხმას არ ვყიდი! არა!

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე – მგონი ნათელია, რომ თუ ამ პოზიტიურ შეხვედრას შემდგომი ნაბიჯები მოჰყვება, ეს საბოლოოდ, მშვიდობის დამყარებას უზრუნველყოფს – ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რადგან ამ ომმა საქართველოზეც გადაიარა

გია ვოლსკი – პლებისციტის აუცილებლობას ვერ ვხედავ, არჩევნებს დავარქვათ პლებისციტი – ისედაც, საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ქართული ოცნებას” მხარს იმიტომ უჭერს, რომ მისთვის ევროინტეგრაციაა საინტერესო და რომ თვითმყოფადობის დაცვა ჩვენი გუნდის სიმბოლოა