ირაკლი ტაბლიაშვილი: ამ არჩევნებში გასულ პარტიებს ივანიშვილი არც დაინდობს …

“წერტილი!
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ან ყველა უნდა გავიდეს, ან – არავინ!.. თუ ყველა გავა, ოპოზიციას ამ შემთხვევაში აქვს გამარჯვების 0.02 % – იანი შანსი! ანუ – არ აქვს!
რაღაი ყველა არ გადის, ეს 0.02 %-იც კი არათუ მცირდება, არამედ, ქრება!
ცალკეული პარტიების გასვლა ნიშნავს, რომ:
👉 დახარჯავენ ფულს და მიიღებენ მანდატთა 2-4 % – ს;
მაგრამ, უფრო მთავარი არის, რომ მოარღვევენ ოპოზიციის ერთობას! რომელიც ისედაც მყიფეა!
ასევე – გაახანგრძლივებენ ივანიშვილის რეჟიმს, რომელსაც ერთი სული აქვს, რომ სწორედ ძირითადმა პარტიებმა მიიღონ მონაწილეობა ამ არჩევნებში; რათა “დაამტკიცოს”, რომ მას სცნობენ, აღიარებენ და ლეგიტიმურად მიიჩნევენ!
ამ არჩევნებში გასულ პარტიებს ივანიშვილი არც დაინდობს – თუ რეჟიმმა მომავალი წლის მაისამდე მიატანა, ისევე გააუქმებს გასულებს, როგორც არგასულებს!
არც დაჭერების გზაზე იტყვის უარს – მაგალითად ხაზარაძეს ისე დაიჭერს, თვალსაც არ დაახამხამებს! დამოუკიდებლად იმისა, გირაოს გადაიხდის პოლიტიკოსი თუ – არა! არჩევნებშიც გავა თუ – არა!
ახლა ისმის კითხვა – ნუთუ ვერ ხვდებიან ამ ყველაფერს პოლიტიკოსები?
ვერსიას, რომ მათ მთავარი ოპოზიციის სტატუსი უნდათ, არ ვიზიარებ! წესით იმასაც უნდა ხვდებოდნენ, რომ ადგილობრივი ს შედეგის გათვალისწინებით, ვერც ამ სტატუსს მიიღებენ! პირიქით – იმასაც დაკარგავენ, რაც აქვთ!
მეტსაც გეტყვით – კვლევებმაც რომ “დაადასტუროს”, რომ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობა კარგია, ეს ქმედება მაინც არასწორი იქნება! კვლევებში მონაწილეთა დიდი უმრავლესობა პასიური ამომრჩეველია!.. და აქტიური რომც იყოს, საარჩევნო ყუთთან სახელისუფლო პარტიას მისცემს ხმას! გარდა ამისა, გამოკითხულთა მინიმუმ 30 % ჯერაც არის “ოცნების” მომხრე, რომელიც გრძნობს, რომ სხვათა მონაწილეობა არის მათი “ოცნების” ერთგვარი ლეგიტიმაცია! მარტივად რომ ვთქვათ – დადებითი პასუხით საკენკს უყრიან ოპოზიციია ნაწილს!
ახლა ისმის კითხვა – ოპოზიციის ნაწილი არჩევნებში რომ არ გავიდეს, რა უნდა ვქნათ?..” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი.