ირაკლი პაპიაშვილი: გიორგი ჩიკვაიძესთან შევიდა ორი პიროვნება, გაეცნენ როგორც ფსიქოლოგები და განახორციელეს ფსიქოლოგიური ზეწოლა – მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

ბიზ­ნეს­მენ ირაკ­ლი პა­პი­აშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მით­ვი­სე­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ი­ძის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა.

  • რო­გორც პა­პი­აშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, გუ­შინ ად­ვო­კა­ტის წას­ვლის შემ­დეგ, მას­თან შე­ვი­და ორი პი­როვ­ნე­ბა და გა­ეც­ნენ რო­გორც ფსი­ქო­ლო­გე­ბი. მათ კი მო­შიმ­ში­ლე პა­ტი­მარ­ზე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლა.

“გუ­შინ გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ი­ძე გლ­და­ნის ცი­ხის კლი­ნი­კა­ში მო­ი­ნა­ხუ­ლა ად­ვო­კატ­მა. ად­ვო­კა­ტის წა­მოს­ვლის შემ­დეგ, მას­თან შე­ვი­და ორი პი­როვ­ნე­ბა, გა­ეც­ნენ რო­გორც ფსი­ქო­ლო­გე­ბი.

მათ მო­შიმ­ში­ლე პა­ტი­მარ­ზე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლა.

მათი სა­უბ­რის თემა იყო მისი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, რაც არ წარ­მო­ად­გენს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ფსი­ქო­ლო­გე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის სფე­როს.

ახლა, უკვე ყვე­ლა­ფე­რი გა­სა­გე­ბია, თუ რა­ტომ არ გა­დაჰ­ყავთ გი­ორ­გი მრა­ვალპრო­ფი­ლურ კლი­ნი­კა­ში.

გი­ორ­გის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კვლავ არის მძი­მე, დი­აგ­ნო­ზი ამ ეტა­პამ­დე არ გვაქვს და ის აგ­რძე­ლებს შიმ­ში­ლო­ბას.

ინ­ფორ­მა­ცია მოგ­ვა­წო­და სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტის თა­ნამ­შრო­მელ­მა, რო­მელ­მაც მო­ი­ნა­ხუ­ლა გი­ორ­გი.

ასე­ვე ამ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით მის მიერ შედ­გე­ნი­ლია ოქმი“,-წერს პა­პი­აშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მით­ვი­სე­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბულ ბიზ­ნეს­მენს, გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ი­ძეს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ფარ­დე­ბუ­ლი 50 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო პა­ტიმ­რო­ბით შე­ეც­ვა­ლა. 11 მარტს გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ი­ძე სა­სა­მარ­თლოს სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში და­ა­კა­ვეს. მას­თან ერ­თად ბრალ­დე­ბუ­ლია მისი მე­გო­ბა­რი ირაკ­ლი პა­პი­აშ­ვი­ლიც, თუმ­ცა, მას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 50 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი. გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ი­ძემ შიმ­ში­ლო­ბა 12 მარტს და­ი­წყო.

წყარო