ირაკლი ნადირაძე – გამოძიების არ დაწყება კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ეს ძალადობრივი ფაქტები, თავდასხმები რუსულ სტილში, არის ხელისუფლების დაკვეთა

გამოძიების არ დაწყება კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ეს ძალადობრივი ფაქტები, თავდასხმები რუსულ სტილში არის ხელისუფლების დაკვეთა, მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ ამით ვერავის ვერ შეაშინებენ და ყველა შემდგომი გამოსვლა ქუჩაში იქნება უფრო და უფრო მრავალრიცხოვანი, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის, დიმიტრი ჩიქოვანის ცემასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არც გამოძიებას დაიწყებს აღნიშნულ ფაქტზე და არც არავის დასჯიან.
„გამოძიების არ დაწყება კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ეს ძალადობრივი ფაქტები, თავდასხმები რუსულ სტილში არის ხელისუფლების დაკვეთა და შემსრულებლებიც არიან ოლიგარქ ივანიშვილის წარმომადგენლები , სუს-ი, „ქართული ოცნების“ „ტიტუშკები“. შესაბამისად, ისინი არც დაიწყებენ გამოძიებას და არც არავის არ დასჯიან, რადგან ეს ყველასთვის მაგალითი იყო, რომ თუ ვინმე განსხვავებულ აზრზე იქნება, თუ ვინმე გააპროტესტებს რუსულ კანონს, ყველას ასე დასჯიან, მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ ამით ვერავის ვერ შეაშინებენ, კიდევ უფრო მეტი ბრაზია ხალხში, კიდევ უფრო მეტი კონსოლიდაცია და ყველა შემდგომი გამოსვლა ქუჩაში იქნება უფრო და უფრო მრავალრიცხოვანი“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი დეპუტატ მარიამ ლაშხის მიერ „გლობალური ომის პარტიასა“ და მასონებზე გაკეთებულ განცხადებას „პირობით შედარებას“ უწოდებს და მისი მისამართით კრიტიკას „ფაშისტურ კამპანიად“ აფასებს

ანა ნაცვლიშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტზე ევროსაბჭოს წიაღში არსებული, საერთაშორისო ექსპერტების მიერ მომზადებულ დასკვნას აქვეყნებს, რომელიც მისივე განმარტებით, „უმძიმეს შეფასებებს“ მოიცავს