ირაკლი ნადირაძე – ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს ირაკლი კობახიძის გაშვება და პრემიერად ქალის დანიშვნა

ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს ირაკლი კობახიძის გაშვება და პრემიერად ქალის დანიშვნა – „ოცნება“ ჩამოშლილია, 4 ოქტომბერს კი გამარჯვებულ ქართველ ხალხს ერგება მთავრობის არჩევის უფლება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ეჰ, რა ტყუილად წვალობს ირაკლი . რომ იცოდეს, საკუთარი თავი შეეცოდებოდა. გადაწყვეტილი აქვს ბიძინას მისი გაშვება. ოლიგარქს მომავალ პრემიერად ქალი უნდა.
არ გაჩერდება „ინფოს“ მდინარე, ბიძოს გუნდიდან გამომდინარე.
„ოცნება“ ჩამოშლილია! 4 ოქტომბერს იმარჯვებს ხალხი! პრემიერსაც და მთავრობასაც აირჩევს და დანიშნავს გამარჯვებული ქართველი ხალხი!” – წერს ირაკლი ნადირაძე.
ირაკლი ნადირაძის განცხადებას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – ჩვენ მოვახერხეთ შეუძლებელი და პირველებმა ყოფილი იმპერიის სივრცეში დავამტკიცეთ, რომ რუსეთის გარეშე ცხოვრება ბევრად უკეთესია – მე არ გავტყდები, არ შევეგუები და ვიბრძოლებ თქვენს და ჩემს გამარჯვებამდე

გზების დეპარტამენტი – ავტომაგისტრალებზე შეზღუდვების შესახებ ახალი საგზაო ნიშნები განთავსდა – 22 დეკემბრიდან შსს საშუალო სიჩქარის დიფერენცირებული კონტროლის მონაკვეთებში 80 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბების დარღვევების ადმინისტრირებას იწყებს