ირაკლი მელაშვილი: კობახიძის კლანი ცდილობს, ანგარიში გაუსწოროს ირაკლი ღარიბაშვილს

კობახიძის კლანი ცდილობს, ანგარიში გაუსწოროს ირაკლი ღარიბაშვილს, – ამის შესახე ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში ირაკლი მელაშვილის საუბრობს. მისი თქმით, როგორც ჩანს, ღარიბაშვილს საფრთხედ აღიქვამდა. გარდა ამისა, ექსპერტი ამბობს, რომ “ოცნების” მოქმედი პრემიერი წყენებს არ ივიწყებს და ახლა სამაგიეროს გადახდით არის დაკავებული.

კობახიძის კლანი ცდილობს, ანგარიში გაუსწოროს ირაკლი ღარიბაშვილს, რომელსაც თვლიდა, როგორც ჩანს, გარკვეულ საფრთხედ, იქიდან გამომდინარე, რომ ღარიბაშვილი აი, ამ სუპერ ძალიან კონსერვატორულ საზოგადოებაში საკმაოდ დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა, კობახიძეს კი ეს მხარდაჭერა არ გააჩნია, ამიტომ დაიწყო ეს ანგარიშსწორებების პროცესი. ძალიან ეშინიათ კორუფციის თქმის, იმიტომ, რომ ეს არის პასუხისმგებლობის საკითხი ს, ანუ იმ პირის, ვინც ეს ხალხი დააწინაურა. თუ ესენი კორუმპირებულები იყვნენ, კორუმპირებული იყო მთავრობა. დაძაბული ურთიერთობები ჰქონდათ ყოველთვის. მათ შორის, როცა პარლამენტში იყო ორივე, როდესაც მაგალიტად ლილუაშვილი იყო თვითმმართელობის კომიტეტის თავმჯდომარე, დანამდვილებით ვიცი, რომ ის წინააღმდეგი იყო კობახიძის ინიციატივის, გაეუქმებინა თვითმმართველი ქალაქი. კობახიძე, თავისი ფსიქოტიპიდან გამომდინარე, არავის პატიობს თუ რამე წყენა ჰქონდა, – ამბობს ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში ირაკლი მელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გრიგოლ ლილუაშვილისოთარ ფარცხალაძისა და მათთან დაკავშირებული პირების სახლში ჩხრეკის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

სუს-ში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ 17 ოქტომბერს ჩხრეკა ჩატარდა 24 ბინასა და საცხოვრებელ სახლში.

სპეცოპერაცია ჩატარდა თბილისში, დედოფლისწყაროში, ჩოხატაურში, ვანსა და ბორჯომში.

როგორც ემზარ გაგნიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ჩხრეკა ჩატარდა ასევე სანდრო ლილუაშვილის, მიხეილ ჩოხელისძმები პარკაულების, რომეო მიქაუტაძის (ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომელიც კორუფციის გამო ივნისში დააკავეს) და მათთან დაახლოებული პირების სახლებში.

მისივე თქმით, ამოღებულია:

  • 7 მლნ 2 200 დოლარი და 136 ათასი ლარი
  • 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი
  • ძვირადღირებული ნახატები
  • დოკუმენტაცია – რამდენიმე ათას ფურცლად
  • 119 ელექტრომოწყობილობა.

სუს-ი ამბობს, რომ ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ასევე 50-მდე მობილური ტელეფონი.

წყარო