ირაკლი მელაშვილი: ბატონ რომანს კი მადლობა ამ საფეხბურთო აკადემიისთვის. ის დღევანდელი გამარჯვებების უდავოდ ერთ-ერთი შემოქმედია

“ისე საქართველოს ნაკრების ამ წარმატების ფონზე, ფეხბურთის ნაღდ გულშემატკივრებს ერთი მადლობა არ უნდა დაგვავიწყდეს. რაც არ უნდა ვაკრიტიკოთ რომან ფიფია, თბილისის “დინამოს” წარუმატებლობისათვის, უნდა ითქვას, რომ მის მიერ შექმნილმა საფეხბურთო აკადემიამ უმნიშვნელოვანელის წვლილი შეიტანა დღევანდელი ნაკრების წარმატებაში.
ალბათ, არც “ბარსას” “ლა მასიას”, არც მადრიდის “რეალის” და საერთოდ, არც ერთი წამყვანი და ცნობილი ევროპული საფეხბურთო სკოლის ამდენი აღზრდილი არ თამაშობს ევროპის ჩემპიონატზე, რამდენიც საქართველოს ნაკრებშია თბილისის “დინამოს” აკადემიიდან!
ფაქტობრივად ნაკრები ამ აკადემიის ბაზაზეა შექმნილი. ჰოდა, სამართლიანი იქნება რომან ფიფიასაც მადლობა ვუთხრათ, რაც ამ აკადემიით გააკეთა ქართული ფეხბურთისთვის!
გული იმაზე მიკვდება, რომ მარტო ერთი აკადემიით ამდენს ვაღწევთ, თუნდაც ორი სამი ნორმალური საფეხბურთო სკოლა რომ გვქონდეს, განსაკუთრებით თბილისის გარეთ, ქართულ ბიზნესს ცოტა ჭკუა და მეტი პატრიოტიზმი რომ გააჩნდეს, მუდმიდვი წუწუნით კი არ იყოს დაკავებული, ინვესტირებას ახდენდეს ამ საქმეში, რა წარმატების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი, ფეხბურთშიც და სპორტის სხვა სახეობებშია. არ არსებობს იმაზე მნიშვნელოვანი “სოციალური ლიფტი” როგორიც სპორტია და მთელ მსოფლიოში ამას დიდი ხანია მიხვდნენ! მხოლოდ აქ არ გვესმის ეგ. ამ თაობამ ნათლად დაანახა ყველას, რომ ფეხბურთში ფულის ჩადებას აზრი აქვს, თუკი საქმეს პროფეიონალურად წაიყვან. მეტი რაღა მაგალითია საჭირო? სკამარისი არ არის ეს დღეები იმისთვის, რომ ქართული ბიზნესი წუწუნს შეეშვას, ცოტა მაინც ყური გამოიფხიკოს და სპორტში ფული ჩადოს? არ დავმალავ, არ მაქვს ამის იმედი:(((( ბატონ რომანს კი მადლობა ამ საფეხბურთო აკადემიისთვის. ის დღევანდელი გამარჯვებების უდავოდ ერთ-ერთი შემოქმედია👏👏👏👏👏“, – წერს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი ირაკლი მელაშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ