საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს, ირაკლი მელაშვილს ესაუბრა.
– ბატონო ირაკლი, მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნებზე გვინდა გესაუბროთ. უფრო სწორად მის თავისებურებებზე.
მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა, ბევრი არჩევნები გვახსოვს, ბევრი უცნაურობაც, დაპირისპირებიც, ხმაურიც, მაგრამ, არც ერთი არ ყოფილა იმის მსგავსიც კი, რასაც ახლა ვადევნებთ თვალს.
იგულისხმება დაპირისპირების საკმაოდ მაღალი დონე. მმართველი გუნდი ლამის მთელ ოპოზიციას „აგენტებს“, „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ ეძახის, ხოლო ოპოზცია „ქართულ ოცნებას“, „რუსულ ოცნებას“, ან „პუტინისა და რუსეთის მონებს“.
„ჯეოქეისის“ ხელმძღვანელმა ვიქორ ყოფიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში მართებულად შენიშნა – „პოლიტიკური პროცესი გაჩერებულია და ძალმომრეობაშია გადასული“. ძალმომრეობის ხარისხი რომ დიდია, ვხედავთ – ციხეშია გამწესებული 70 პოლიტიკური აქტივისტი, მათ შორის პარტიის ლიდერები, ოპოზიციის მტკიცებით აქციების დაწყებიდან ნაცემია 500-მდე მოქალაქე, ასეულობით ადამიანიაზეა გაცემული და დაწესებული ჯარიმები.
თქვენ როგორ შეაფასებდით იმ ვითარებას, რა უცნაური თავისებურებებითაც ხვდება ქვეყანა მოახლოებულ არჩევნებს?
– ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების მთავარი „თავისებურება“ არის ქვეყანაში პოლიტიკური დიალოგის არარასებობა და მისი შეუძლებლობა. იმ პოლიტიკური ტექნოლოგიების წყალობით, რომელსაც პოპულარობის მოსაპოვებლად ქართველი პოლიტიკოსები იყენებენ, დაპირისპირება ისეთ ფაზაში შევიდა, რომ ამ ეტაპზე, შიდაპოლიტიკურ პროცესში მონაწილე ძირითად აქტორებს შორის დიალოგი შეუძლებელი ჩანს.
წლების განმავლობაში ქართველი პოლიტიკოსების უდიდესი ნაწილის კომუნიკაცია საზოგადოებასთან შემოიფარგლება იმით, რომ მათი გზავნილები მიემართება მხოლოდ საკუთარ მომხრეებისკენ, რომლებსაც თავს ახვევენ იმ აზრს, რომ ყველა მათგან განსხვავებული შეხედულების მქონე პოლიტიკოსი და მისი მომხრეები არიან არა მოქალაქეები, ვისთან ერთადაც უნდა იცხოვრონ ამ ქვეყანაში და რომელთაც განსხვავებული პოზიციის ქონის უფლება აქვთ, არამედ მტერი, მოღალატე, აგენტი, რომელთან დიალოგი სირცხვილი და აბსოლუტურად მიუღებელია.
„ჩვენ მათთან არაფერი გვაქვს სალაპარაკოდ, ისინი უნდა წავიდნენ, განადგურდნენ, გადაშენდნენ“. ვინ რუსეთის და ვინ დასავლეთის აგენტობას აბრალებს მეორე მხარეს, ამ შემთხვევაში ეს კონკრეტიკა არ ცვლის მთავარს, პოლიტიკურ ტექნოლოგიას, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური ბრძოლის მთავარი იარაღი ოპონენტისგან მტრის ხატის შექმნაა.
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების მთავარი „თავისებურება“ არის ქვეყანაში პოლიტიკური დიალოგის არარასებობა და მისი შეუძლებლობა. იმ პოლიტიკური ტექნოლოგიების წყალობით, რომელსაც პოპულარობის მოსაპოვებლად ქართველი პოლიტიკოსები იყენებენ, დაპირისპირება ისეთ ფაზაში შევიდა, რომ ამ ეტაპზე, შიდაპოლიტიკურ პროცესში მონაწილე ძირითად აქტორებს შორის დიალოგი შეუძლებელი ჩანს
ასეთ ვითარებაში დიალოგი, მოლაპარაკებები, როგორც პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი ცივილიზებული გამოსავალი, უბრალოდ გამორიცხულია. პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც თავინთი მომხრეების აზროვნებაში წლებია ნერგავენ ოპონენტების მიმართ ზიზღს და მათ სრულ მიუღებლობას, დღეს საკუთარივე პოპულიზმის ტყვეობაში აღმოჩნდნენ.
სურვილის შემთხვევაშიც კი, მათ აღარ აქვთ შანსი, ნორმალურ კალაპოტში დააბრუნონ პოლიტიკური პროცესი. განსხვავებული პოზიციების მქონე მოქალაქეების დემონიზაციის კამპანიის შედეგად გარადიკალებული მთელი სოციუმი აღმოჩნდა ჩათრეული პოლიტიკოსების მიერ ხელოვნურად შექმნილი დაპირისპირების მორევში.
ახლა უკვე ის მდგომარება გვაქვს, როცა აქტიური პარტიული ელექტორატები, რომლებსაც მათი ბელადები წლების განმავლობაში განსხვავებული პოზიციის მქონე პოლიტიკოსებისგან უქმნიდნენ მტრის ხატს, მხოლოდ ოპონენტების სრულ დამარცხება-განადგურებაზე არიან თანახმა.
ახლა უკვე ის მდგომარება გვაქვს, როცა აქტიური პარტიული ელექტორატები, რომლებსაც მათი ბელადები წლების განმავლობაში განსხვავებული პოზიციის მქონე პოლიტიკოსებისგან უქმნიდნენ მტრის ხატს, მხოლოდ ოპონენტების სრულ დამარცხება-განადგურებაზე არიან თანახმა
ასეთი სოციუმი ოპონენტებთან დიალოგის ნებისმიერ მცედლობას პოლიტიკოსს ღალატად უთვლის და მისი პოლიტიკური პროცესიდან მოკვეთას ითხოვს. პოლიტიკოსები მათ მიერვე დანერგილი რადიკალური აზროვნების ტყვეები გახდნენ და იძულებული არიან მომხრეების დაკარგვის შიშით სულ უფრო მეტად რადიკალური ლოზუნგები ისროლონ.
ეს კარგად გამოჩნდა თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობა არმონაწილეობის საკითხის განხილვისას, როცა ოპოზიციონერს ლიდერთა ნაწილი, ვინც კულუარებში ემხრობოდა ოპოზიციის არჩევნებში ერთიანი ფრონტით მონაწილეობას, საჯაროდ აბსოლუტურად განსხვავებულ, რადიკალურ პოზიციას აფიქსირებდა იმის შიშით, რომ ის თავის მომხრეებს მოღალატედ და ხელისუფლებასთან შეკრულად არ გამოეცხადებინა.
ასეთ ვითარებაში პოზიცია, „ვინც მე არ მეთანმება, ის არის მტერი და მე ის უნდა დავამარცხო ნებისმიერი გზით“, იქცა ქართულ პოლიტიკურ პროცესში მონაწილე მთავარი აქტორების ურთიერთდამოკიდებულების განმსაზღვრელ მთავარ ფაქტორად და პოლიტიკური ლიდერების მთავარ დევიზად.
ჩემი აზრით, ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება. მე მგონი, ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვხვდებით, თუ რა ზიანი ადგება საზოგადოებას პოლიტიკური ელიტის მიერ წლების განმავლობაში საზოგადოების გათიშვის, განსხვავებული აზრის მატარებელი ადამიანების მოღალატედ, მონად და აგენტად გამოცხადების პროცესის შედეგად.
მე მგონი, ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვხვდებით, თუ რა ზიანი ადგება საზოგადოებას პოლიტიკური ელიტის მიერ წლების განმავლობაში საზოგადოების გათიშვის, განსხვავებული აზრის მატარებელი ადამიანების მოღალატედ, მონად და აგენტად გამოცხადების პროცესის შედეგად
უბედურება ის არის, რომ ქვეყნის მოქალაქეების გამთიშველი, დამაპირისპირებელი და საზოგადოებისთვის დამანგრეველი პროცესის ავანგარდში, ისევე როგორც ოცი წლის წინ, ახლაც, კვლავ დგას ხელისუფლება, ამჯერად უკვე „ქართული ოცნების“ ლიდერების და პირადად ქვეყნის პრემიერ მინისტრის სახით, რომლის მიერ არჩეული პოლიტიკურ ოპონენტებთან ურთიერთობების რეპრესიული სტილი და უაღრესად კონფრონტაციული ლექსიკა ქვეყნაში ნორმალური პოლიტიკური პროცესის დაბრუნების არანაირ შანსს არ ტოვებს.
ამ საშიში პიკედან ქვეყნის გამოყვანას ძალიან დიდი ავტორიტეტის მქონე, მამაცი პოლიტიკოსები ჭირდება, რომლებსაც მზად იქნებიან არ აყვნენ ბრბოს შეძახილებს და თავისი მომხრე, ხანდახან აგრესიული უმრავლესობის ნების წინააღმდეგ არაპოპულარული გადაწყვეტილებები მიიღონ.
– ვითარება იმითაცაა დამძიმებული, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ არჩევნებში მონაწილე ბევრი პრორუსულად განწყობილი პოლიტიკური ძალა გვახსოვს, მაგრამ, არც ერთი ხელისუფლება, რომელიც ასე ღიად ყოფილიყო დაპირისპირებული ევროპასთან და ამერიკასთან, თან მისი განცხადებები და რიტორიკა ხშირად თანხვედრაში ყოფილიყო კრემლის პროპაგანდის ძირითად პოსტულატებთან.
იგულისხმება ის, რომ ევროპა ორსქესიან ქორწილებებს გვაძალებს, რის გამოც დაწესდა საქართველოში „ოჯახის სიწმინდის დღე“. ცალკე საუბრის თემა – აბა ომი გინდათ? და იმაზე სერიოზული მსჯელობა, რომ არა „ქართული ოცნება“, „საქართველო ახლა უკრაინის მზგავსად ომში იქნებოდა ჩათრეული“.
თუ მანამდე, მათი მტკიცებით ევროპას დიფ სთეითი მართავდა, ახლა ირკვევა, რომ ამერიკას და პრეზიდენტ ტრამპსაც დიფ სთეითი მართავს. ამგვარი მტკიცებებს ხელისუფლებამ მას შემდეგ მოუხშირა, როცა ვაშინგტონმა უპასუხოდ დატოვა პრემიერ ირაკლი კობახიძის გაგზავნილი წერილი ტრაპისათვის, ხოლო შემდეგ პრეზიდენტ ყაველაშვილის წერილი.
გასაგებია, რომ ადგილობრივ არჩევნებზე ქვეყნის საგარეო კურსის ბედი არ წყდება, მაგრამ, რამდენად შეიძლება ჩაითვალოს, რომ ამ ადგილობრივ არჩევნებზე ქვეყნის საგარეო ორიენტაციის ბედიც წყდება?
– ჩემი აზრით, ახლა ხელისუფლებაში მყოფი ხალხის ერთადერთი საზრუნავი, ძალაუფლების შენარჩუნებაა. დღეს მთავრობის და პარლამენტის სათავეში იმყოფებიან ადმაინები, რომელთა პირადი დამსახურება 2012 წელს „ნაცმოძრაობის“ დამარცხებაში არის ნული ტოლი.
ხელისუფლებაში მყოფთა უმრავლესობა ან წინა ხელისუფლების ქვედა ეშელონების წევრი და რეჟიმის ხელმძღვანელების ნებისმიერი ბრძანების უსიტყვო აღმსრულებელი იყო, ან რჟიმის მიმართ აბსოლუტურად ლოიალურად განყობილი, მორჩილი მოქალაქე, რომელსაც თავშიც კი არ მოსდიოდათ ხმამაღლა გაეპროტესტებინათ ის უსამართლობა, რაც მაშინ ქვეყანაში ხდებოდა.
მოკლედ რომ ვთქვათ ეს ადამიანები იყვნენ კლერკები ან ბიზნესმენები, რომელთა მთავარი საზრუნავი იყო პირადი უსაფრთხოება, კარიერა და უზრუნველი ცხოვრება. არანაირ საზოგადოებრივ პრობლემებს ეს ხალხი არასდროს შეუწუხებია.
ივანიშვილის წყალობით ეს ადამიანები, ალბათ, ხშირ შემთხვევაში მათთვისაც მოულოდნელად, მოექცნე ქვეყნის სათავეში, გახდნენ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები პირები. მათ არანორმალურად მაღლა აინაცვლეს სოციალურ კიბეზე, რისი არანაირი პერსპექტივა არ ექნებოდათ, რომ არა ივანიშვილი.
ხელისუფლებაში მყოფთა უმრავლესობა ან წინა ხელისუფლების ქვედა ეშელონების წევრი და რეჟიმის ხელმძღვანელების ნებისმიერი ბრძანების უსიტყვო აღმსრულებელი იყო, ან რჟიმის მიმართ აბსოლუტურად ლოიალურად განყობილი, მორჩილი მოქალაქე, რომელსაც თავშიც კი არ მოსდიოდათ ხმამაღლა გაეპროტესტებინათ ის უსამართლობა, რაც მაშინ ქვეყანაში ხდებოდა
ამ ხალხის ცხოვრების ამოცანად იქცა ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერ ფასად. აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნების“ დღევანდელი ლიდერებისთვის ევროინტეგრაციის პროცესი მიუღებელია იმდენად, რამდენადაც ამ პროცესში მონაწილეობა ითხოვს ქვეყნის შიდა დემოკრატიას, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, თავისუფალ მედიას, რაც მათ ძალაუფლების დაკარგვის საფრთხედ მიაჩნიათ.
აქედან მოდის „ქართული ოცნების“ ლიდერების ალერგია ევროპაზე, ანტიდასავლური რიტორიკა, ევროინტეგრაციის შეჩერების და იზოლაციონიზმის პოლიტიკა. ისინი მზად არიან გაწირონ ქვეყნის ევროპული მომავლის პერსპექტივა საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების სანაცვლოდ.
„ქართული ოცნების“ დღევანდელი ლიდერებისთვის ევროინტეგრაციის პროცესი მიუღებელია იმდენად, რამდენადაც ამ პროცესში მონაწილეობა ითხოვს ქვეყნის შიდა დემოკრატიას, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, თავისუფალ მედიას, რაც მათ ძალაუფლების დაკარგვის საფრთხედ მიაჩნიათ
სამაგიეროდ, „ქართული ოცნების“ ლიდერშიფი მშვენივრად გრძნობს თავს ავტორიტარულ რეჟიმებთან ურთიერთობაში, რომლებსაც არ აქვთ პრეტენზია საქართველოს ხელისუფლებასთან დემოკრატიის კუთხით.
ამიტომ გახშირდა ჩვენი ხელისუფლების წევრების შეხვედრები ირანის, შუა აზიისა და არაბული ქვეყნების წარმომადგენლებთან. ახლაც, ქვეყანაში იმყოფება არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი. ის შეხვდა მარტო ბიძინა ივანიშვილს, რომლიც ბოლო პერიოდში საერთოდ არ იღებდა აფიშირებულ მონაწილეობას მთავრობის საგარეო პოლიტიკურ აქტივობებში.
საინტერესოა რა სახით გაავრცელა ინფორმაცია „ქართულმა ოცნებამ“ ივანიშვილის არაბული ქვეყნის პრეზიდენტთან შეხვედრაზე. ცნობაში ვკითხულობთ, რომ სწორედ პარტიის საპატიო თავმჯდომარე შეხვდა არაბთა გაერთიანებული საემიროების პრზიდენტს, ხოლო „შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ლევან ჟორჟოლიანი.“
ნუ, ვერაფერს იტყვი, მმართველი პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ყველაზე ნათლად გვიჩვენებს, თუ რა მდგომარეობაში იმყოფება ჩვენი ქვეყანა.
მთავარი ნიუსია, რომ უცხო ქვეყნის პრეზიდენტს ხვდება პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ხოლო ქვეყნის პრემიერი მინისტრი და მინისტრები „ამ შეხვედრის ასევე ესწრებოდნენ“ სტატუსით მოიხსენიებიან. შესაბამისად, ქვეყნაში ვიზიტით მყოფმა არაბული სახელმწიფოს მეთაურმა მასპინძლობისთვის მადლობა არა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარეს ან პრეზიდენტს, არამედ ბიძინა ივანიშვილს გადაუხადა.
უცხო ქვეყნის პრეზიდენტს ხვდება პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ხოლო ქვეყნის პრემიერი მინისტრი და მინისტრები „ამ შეხვედრის ასევე ესწრებოდნენ“ სტატუსით მოიხსენიებიან. შესაბამისად, ქვეყნაში ვიზიტით მყოფმა არაბული სახელმწიფოს მეთაურმა მასპინძლობისთვის მადლობა არა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარეს ან პრეზიდენტს, არამედ ბიძინა ივანიშვილს გადაუხადა
თუკი ძალაუფლებისთვის ბრძოლის გადასახედიდან შევხედავთ ამ თვითმმართველობის არჩევნებს, ის ვერანაირად ვერ იქნება რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებების მომტანი, რადგანაც ოპოზციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“ გამარჯვებას არანაირი საფრთხე არ შექმნოდა. შესაბამისად, ამ აპირობებში, ამ არჩევნებზე ვერც საქართველოს საგარეო ორიენტაციის საკითხი გადაწყდება, უბრალოდ, ამის საშუალება ოპოზიციამ თავის თავს არ მისცა.
ოპოზციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“ გამარჯვებას არანაირი საფრთხე არ შექმნოდა. შესაბამისად, ამ აპირობებში, ამ არჩევნებზე ვერც საქართველოს საგარეო ორიენტაციის საკითხი გადაწყდება, უბრალოდ, ამის საშუალება ოპოზიციამ თავის თავს არ მისცა
– თუ სახელისუფლებო პროპაგანდას მივადევნებთ თვალს, სახელმწიფო სტრუქტურები ადგილებზე და დედაქალაქში წარმატებით უძღვებიან საქმეს.
ეკონომიკაშიც გვაქვს წარმატებები და სხვადასხვა უცხოური კვლევებით ევროპის ქვეყნებსაც ვუსწრებთ ბევრ რამეში, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლაშიც. არადა, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე ნარკოდანაშაულთან ბრძოლის შთამბეჭდავი სტატისტიკა მოიყვანა. დარჩა შთაბეჭდილება, რომ ნარკოდანაშაულთან კავშირში, მისივე მტკიცებით, იყვნენ „გუნდიდან გაგდებულები“.
ნარკობიზნესში მონაწილეობას ედავებოდნენ აჭარის ავტონომიის ყოფილ ხელმძღვანელს თორნიკე რიჟვაძეს. ასეც რომ იყოს, ის ამას შს მინისტრისა და პრემიერის, ანუ ირაკლი ღარიბაშვილის გარეშე ვერ გააკეთებდა. ამას წინათ კორუფციის ბრალდებით თავდაცვის ექს-მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს, მანამდე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.
აზერბაიჯანიდან საქართველოში 58 მილიარდი რუსული რუბლის შემოტანისა და ამ ფულის ქართულ ბანკებში უცხოურ ვალუტაში კონვერტირების შესახებ გავრცელებულმა ცნობამ საზოგადოების დიდი ნაწილი ლამის შოკში ჩააგდო.
ფაქტი ისაა, რომ ხელისუფლებამ თავად აღიარა სასაზღვრო, საბაჟო, უსაფრთხოებისა და საბანკო სისტემებში საკმაოზე დიდი პრობლემები. ახლა მნიშვნელობა არც აქვს ხელისუფლების შიგნით ვინ ვის ებრძვის და არჩევნებამდე ამ საქმეზე ხელისუფლება გამოძიების შედეგებს საზოგადოებას მიაწვდის თუ არა.
მმართველი გუნდი რა ვითარებაში ხვდება მოახლოებულ არჩევნებს? რა ხდება მმართველ გუნდში?
– ავტორიტარულ მმართველების მიერ პოლიტიკურ ბრძოლაში კორუფციის თემის გამოყენების ისეთივე ძველი მეთოდია, როგორც თავად ავტორიტარული მმართველობა.
დღეს „ქართული ოცნების“ სათავეში მყოფი დაჯგუფება თავად საკუთარ პარტიაში არ არის მაინცდამაინც პოპულარული. ეს სოც.ქსელებშიც კარგად ჩანს. როგორც ჩანს, დღევანდელი მმართველი გუნდს ნაკლებად ეშინია ოპოზიციის და ახლა ცდილობს მოსპოს წინააღმდეგობის ყველა პოტენციური კერა პირველ რიგში, „ქართულ ოცნებასა“ და სახელისუფლები სტრუქტურებში.
ამიტომ კობახიძე-პაპუაშვილის გუნდი ცდილობს ადმინისტრაციული რესურსისა და ძალოვანი სტრუქურების გამოყენებით გაუსწორდეს საკუთარ პარტიაში მათ მიმართ არალოიალურად განწყობილ ნებისმიერ ფიგურას, ვისაც მათთვის რაიმე პრობლემების შექმნა შეუძლია.
დღეს „ქართული ოცნების“ სათავეში მყოფი დაჯგუფება თავად საკუთარ პარტიაში არ არის მაინცდამაინც პოპულარული. ეს სოც.ქსელებშიც კარგად ჩანს. როგორც ჩანს, დღევანდელი მმართველი გუნდს ნაკლებად ეშინია ოპოზიციის და ახლა ცდილობს მოსპოს წინააღმდეგობის ყველა პოტენციური კერა პირველ რიგში, „ქართულ ოცნებასა“ და სახელისუფლები სტრუქტურებში
მილიარდობით რუსული რუბლის გათეთრების საქმე ჩემთვის ამის დამადასტურებელია. ქვეყნაში სავალუტო ბაზარზე გამოჩნდა თითქმის მილიარდი დოლარის ექვივალენტი არათავისუფლად კონვერტირებადი უცხოური ვალუტა, მთელი ქვეყნის მაშინდელი სავალუტო რეზერვების მესამედიდან მეოთხედამდე.
ეს ფული არალეგალურად დატრიალდა, რამდენადაც ვხვდები ამ მანეთებით იყიდეს აშშ-ს დოლარი. საქართველოს მასშტაბის ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის ეს ძალიან დიდი თანხაა. რომ მიხვდეთ რაზეა საუბარი, 60 მილარდი რუბლი აღემატება დაახლოებით რუსეთის ფედერაციის ზოგიერთი, საქართველოსოდენა სუბიექტის წლიურ შემოსავალს. არავინ დაიჯერებს, რომ ასეთი მასშტაბური არალეგალური ოპერაციის განხორციელება შესაძლებელი იყო ხელისუფლების მაღალი რანგის ჩინოვნიკების და ეროვნულმა ბანკის ხელშეწყობის ან, მინიმუმ, თვალის დახუჭვის გარეშე.
ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, დოლარზე მოთხოვნილება არანორმალურად უნდა გაზრდილიყო და ბაზარზე ძალიან დიდი რაოდენობით ჭარბი რუსული რუბლი უნდა გაჩენილიყო. ან სხედან საქართველოს მთავრობასა და განსაკუთრებით, ეროვნულ ბანკში ისეთი არაპროფესიონალები და სულელები, რომ საქართველოს ფინანსურ ბაზარზე ასეთი დიდი თანხების გამოჩენა ვერ შეემჩნიათ. ამას ყველა კარგად ხვდება.
არავინ დაიჯერებს, რომ ასეთი მასშტაბური არალეგალური ოპერაციის განხორციელება შესაძლებელი იყო ხელისუფლების მაღალი რანგის ჩინოვნიკების და ეროვნულმა ბანკის ხელშეწყობის ან, მინიმუმ, თვალის დახუჭვის გარეშე
ხელისუფლებამ ამ საქმის გამოძიება ერთი წლის წინ დაიწყო და თვეებში დაასრულა. ანუ, წესით, კობახიძე კარგა ხნის წინ უნდა ყოფილიყო ინფორმირებული ამ უპრეცენდენტო მასშტაბის უკანონო ოპერაციაზე. მიუხედავად ამისა, ინფორმაციის გასაჯაროვება კობახიძეს ახლა დასჭირდა. ეჭვი მაქვს, რომ ეს საქმე გამოყენებული იქნება კობახიძე-პაპუაშვილის გუნდის მმართველობით უკმაყოფილო „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალაჩინოსნების ან დასაშინებლად და გასაჩუმებლად, ან მათზე ანგარიშსწორებისათვის.
სხვათა შორის, ყურადღება მისაქცევია ერთი ფაქტიც, წესით ამ ფინანსური ოპერაციის უკან რუსული ინტერესები იდგა, კობახიძე ძალაუფლებისთვის ბრძოლაში არც იმას მოერიდა, რომ მისმა საქციელმა შეიძლება გაუარესოს ურთიერთობა ჩრდილოელ მეზობელთან, რომლის მიმართ ლოიალური პოლიტიკის გატარება ამ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მარკერია.
კობახიძე კარგა ხნის წინ უნდა ყოფილიყო ინფორმირებული ამ უპრეცენდენტო მასშტაბის უკანონო ოპერაციაზე. მიუხედავად ამისა, ინფორმაციის გასაჯაროვება კობახიძეს ახლა დასჭირდა. ეჭვი მაქვს, რომ ეს საქმე გამოყენებული იქნება კობახიძე-პაპუაშვილის გუნდის მმართველობით უკმაყოფილო „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალაჩინოსნების ან დასაშინებლად და გასაჩუმებლად, ან მათზე ანგარიშსწორებისათვის
ამ სურათში კარგად ჯდება ბურჭულაძის დაკავება და რიჟვაძის წინაღმდეგ, თავის დროზე, თავად ხელისუფლების მიერ წამოწყებული კამპანიაც. კობახიძის ფლანგი არაფერს მოერიდება თავისი ძალაუფლების გასამყარებლად „ქართული ოცნების: შიგნით და აბსოლუტურად დაუნდობელი იქნება არალოიალობის გამოხატვის ნებისმიერი მცდელობის მიმართ. როგორც ჩანს, ამ ეტაპზე კობახიძეს ივანიშვილისგან სრული კარტბლანში აქვს, რომელიც დაუნდობლად ანადგურებინებს კობახიძეს იმ ხალხს, რომლებიც ჯერ კიდეც რამდენიმე თვის წინ მის მთავარ დასაყრდენად ითვლებოდნენ.
როგორც ჩანს, ამ ეტაპზე კობახიძეს ივანიშვილისგან სრული კარტბლანში აქვს, რომელიც დაუნდობლად ანადგურებინებს კობახიძეს იმ ხალხს, რომლებიც ჯერ კიდეც რამდენიმე თვის წინ მის მთავარ დასაყრდენად ითვლებოდნენ
– აუცილებლად უნდა შევეხოთ ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ვითარებას, ანუ იმ პარტიებში რომლებიც „ქართულ ოცნებს“ ოპონენტები არიან.
რადგან „ლელო“ და გახარიას „საქართველოსთვის“ 4 ოქტომბრის არჩვნებში იღებენ მონაწილოებას, მოდით, ჯერ მათზე ვიმსჯელოთ.
ბოიკოტში მყოფი პარტიები არჩევნებში მონაწილე „ლელოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ ბრალს სდებენ იმაში, რომ ისინი „რუსულ სპეცოპერაციაში იღებენ მონაწილეობას.“ უკეთეს შემთხვევაში ამბობენ, რომ „მათთთან ყველაფერი გარკვეულია და მათ მიმართ კარგი არაფერი აქვთ სათქმელი“.
ვხედავთ, რომ არჩევნების წინ „ლელო“ ევროპულ მიმართულებაზე აქტიურობს. თბილისის მერობის მათ კანდიდატს ირაკლი კუპრაძეს შეხვედრა ჰქონდა ბრიუსელის მერთან. თუმცა, ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ოპოზიცია ბრიუსელში ევროპული ბიუროკრატიისგან ახალი დავალებების მისაღებად ჩავიდა.
ძნელი სათქმელია, შეძლებს თუ არა ეს ორი პარტია 2024 წლის არჩევნების შედეგის გამეორებას, ამას 4 ოქტომბრის არჩევნები გვიჩვენებს.
როგორი შეაფასებდით 4 ოქტომბრის არჩევნებში „ლელოსა“ და გახარიას „საქართველოსთვის“ შანსებს?
სავარაუდოდ, როგორია ამ პარტიების ამომრჩევლების საგარეო და საშინაო ორიენტირები?
– სამწუხაროდ, ოპოზიციამ, ვერ მოახერხა შეთანხმება და ამ ადგილობრივ არჩევნებზე ხელისუფლების წინააღმდეგ ერთიანი ფრონტით გამოსვლა. ამის გამო, ოპოზიციამ „ქართულ ოცნებას“ პრაქტიკულად ხონჩით მიართვა ამ არჩევნებში გამარჯვება.
მმართველმა პარტიამ უბრძოლველად მიიღო ადგილებზე ისედაც დიდი ძალაუფლების კიდევ უფრო მეტად განმტკიცების შანსი. მას ამ არჩევნების შემდეგ პრაქტიკულად აბსოლუტური ადმინისტრაციული რესურსი ექნება.
სამწუხაროდ, ოპოზიციამ, ვერ მოახერხა შეთანხმება და ამ ადგილობრივ არჩევნებზე ხელისუფლების წინააღმდეგ ერთიანი ფრონტით გამოსვლა. ამის გამო, ოპოზიციამ „ქართულ ოცნებას“ პრაქტიკულად ხონჩით მიართვა ამ არჩევნებში გამარჯვება
მე არასდროს დამიმალავს, რომ მომხრე ვიყავი ოპოზიციის ადგილობრივ არჩევნებში შეთანხმებული პოლიტიკით მიეღო მონაწილეობა. ამ შემთხვევაში მას ექნებოდა დიდი შანსი, მინიმუმ თბილისსა და თვითმმართველ ქალაქებში დაემარცხებინა ხელისუფლება. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა.
ახლა „ლელო“ და გახარიას პარტია ორმაგ დარტყმის ქვეშ არიან. მათ არჩევნებზე ებრძვის ხელისუფლება, მაგრამ ასევე მათ განადგურებას ცდილობენ “ნაციონალური მოძრაობა” და მის ორბიტაზე მყოფი პარტიები. ამ ეტაპზე ამ პოლიტიკოსების ამოცანა არა იმდენად ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაა, არამედ მათი პოლიტიკურად განადგურებაა, ვინც არჩევნებზე მიდის.
ახლა „ლელო“ და გახარიას პარტია ორმაგ დარტყმის ქვეშ არიან. მათ არჩევნებზე ებრძვის ხელისუფლება, მაგრამ ასევე მათ განადგურებას ცდილობენ “ნაციონალური მოძრაობა” და მის ორბიტაზე მყოფი პარტიები. ამ ეტაპზე ამ პოლიტიკოსების ამოცანა არა იმდენად ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაა, არამედ მათი პოლიტიკურად განადგურებაა, ვინც არჩევნებზე მიდის
„ენმ“ -ში, ჩემი აზრით, რატომღაც აბსოლუტურად არასწორად თვლიან, რომ ახლა, როდესაც საზოგადოების აქტიური ნაწილი წინააღმდეგია არჩევნებში მონაწილეობის, მათ აქვთ კარგი შანსი, გაანადგურონ არანაცური ოპოზიციური პარტიები, „ლელო“ და გახარიას პარტია. შეიძლება ფიქრობენ, რომ თუ ამ ორ პარტიას გაანადგურებენ, აღდგება ის დიქოტომია, რაც პოლიტიკურ ველზე იყო ხუთი – ათი წლის წინ, მარტო “ქოცი” და “ნაცი”.
ჩემი აზრით, ისინი ფიქრობენ, ვინაიდან “ქოცი” უკვე ძალიან დისკრედიტირებულია ქვეყნის გარეთაც და შიგნითაც, პოლიტიკურ ველზე მხოლოდ ამ ორი დაპირისპირებული ძალის დარჩენის შემთხვევაში ძალაუნებურად გამარჯვება „ნაციონალურ მოძრაობას“ დარჩება და ისინი აიხდენენ ოცნებას, ერთპიროვნულად დაბრუნდებიან ხელისუფლებაში.
ჩემი აზრით, ეს მცდარი გათვლაა, ხელისუფლება ხელს უწყობს ოპოზიციაში დაპირისპირების გაღრმავებას და „ლელოს“ წინააღმდეგ დამატებით არგუმენტებს აძლევს „ნაციონალურ მოძრაობას“, მან ციხიდან გაანთავისუფლა მხოლოდ „ლელოს“ ლიდერები ხაზარაძე და ჯაფარიძე, მათთან ერთად იგივე ბრალდებებით დაკავებული სხვა პოლიტიკოსები კი ციხეში დატოვა.
ჩემი აზრით, ყაველაშვილს ხაზარაძე და ჯაფარიძე გამოაშვებინეს, რადგანაც კარგად იციან ჩვენი ოპოზიციის ნაწილის ზნე, იცოდნენ, რომ არჩევნებამდე დარჩენილ ერთ თვეს ბოიკოტის მომხრე ოპოზიცია ხაზარაძე-ჯაფარიძის გინებასა და ლანძღვაში, ანუ “ლელოს” დისკრედიტირებაში გაატარებდა და ამით კიდევ უფრო გაუადვილებდა ხელისუფლებას ადგილობრივ არჩევნებში უპირობო გამარჯვებას. თან მინიმუმამდე დაიყვანეს არჩევნების შემდეგ ოპოზიციის ურთიერთთანამშრომლობის შანსსაც.
თუ ადამიანს ერთი ხვეული მაინც გაქვს ტვინში, ადვილად მიხვდება, რატომ გაკეთდა ეს ყველაფერი ახლა და ამ ფორმით. ბატონ ყაველაშვილს ამ ორი პერსონისადმი გაუჩნდა სპეციფიური დამოკიდებულება? ბატონმა ყაველაშვილმა გადაწყვიტა რომ მათი გარეთ ყოფნა არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას ჭირდება? არა, ჩემი აზრით, ყაველაშვილს ხაზარაძე და ჯაფარიძე გამოაშვებინეს, რადგანაც კარგად იციან ჩვენი ოპოზიციის ნაწილის ზნე, იცოდნენ, რომ არჩევნებამდე დარჩენილ ერთ თვეს ბოიკოტის მომხრე ოპოზიცია ხაზარაძე-ჯაფარიძის გინებასა და ლანძღვაში, ანუ “ლელოს” დისკრედიტირებაში გაატარებდა და ამით კიდევ უფრო გაუადვილებდა ხელისუფლებას ადგილობრივ არჩევნებში უპირობო გამარჯვებას. თან მინიმუმამდე დაიყვანეს არჩევნების შემდეგ ოპოზიციის ურთიერთთანამშრომლობის შანსსაც.
ასე იქნება მანამ, სანამ პოლიტიკოსები ილუზიაში იქნებიან, რომ გვერდზე მყოფი ოპოზიციური პარტიის განადგურებით, მათ ელექტორატს წამოიყვანენ და კონკურენტების რაოდენობას შეიმცირებენ.
თუკი “ლელომ” და გახარიას პარტიამ მოახერხეს თბილისში სერიოზული შედეგის ჩვენება, მითუმეტეს მერის არჩევნებში მეორე ტურის დადება, ეს მათი სერიოზული გამარჯვება, ხოლო ხელისუფლებისთვის დიდ პოლიტიკური დარტყმა იქნება
სინამდვილეში კი, ერთადერთი, რასაც პარტიები ასეთი საქციელით აღწევენ, არის მოსახლეობის კიდევ უფრო მეტ გაუცხოება პოლიტიკური პარტიების და ოპოზიციის მიმართ, რაც ცალსახად ხელისუფლების წისქვილზე ასხავს წყალს.
თუკი ასეთ პირობებში “ლელომ” და გახარიას პარტიამ მოახერხეს თბილისში სერიოზული შედეგის ჩვენება, მითუმეტეს მერის არჩევნებში მეორე ტურის დადება, ეს მათი სერიოზული გამარჯვება, ხოლო ხელისუფლებისთვის დიდ პოლიტიკური დარტყმა იქნება.
ვფიქრობ ოპოზიციის მთავარია მტერია საზოგადოებისთვის არარეალისტური დაპირებების მიცემა, მაღალი მოლოდინების შექმნა, რომელიც მერე არ სრულდება, რაც მომხრეების იმედგაცრუებას და საზოგადეობის ფრუსტრაციას იწვევს
ასეთ შემთხვევაში ამ პარტიების არჩევნებში მონაწილეობას საზოგადოებისთვისაც ექნება სერიოზული შედეგი.
– ოპოზიციური სპექტრის მეორე ნაწილს, „ნაცმოძრაობას“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ არჩევნებისთვის ბოიკოტი აქვთ გამოცხადებული და მასში არ მონაწილეობენ და 4 ოქტომბრს საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან.
ამ პარტიის ლიდერები და მათთან პოლიტიკურად ახლოს მდგომი პოლიტიკური ფიგურები აცხადებენ რომ 4 ოქტომბერს „მშვიდობიანად შეცვლიან რეჟიმს“. ამგვარი მოწოდებებისთვის დააკავეს „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი. უცნაური ისაა, რომ ამ ტიპის განცხადებებს იგი, როგორც მინიმუმ, თვენახევარი, ორი თვე ახმოვანებდა.
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერები ნიკა გვარამია და ნიკა მელია ციხეში რჩებიან. ახლა მათ რიცხვს კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის დაკავებული ელენე ხოშტარიაც დაემატა.
ახლა, როცა არჩევნების დღე ახლოვდება, სულ უფრო აქტიურად განიხილება ის, სავარაუდოდ, როგორ ჩატარდება 4 ოქტომბრის აქცია, რომელმაც, როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, „უნდა დაასრულონ ივანიშვილის რეჟიმი“.
ვხედავთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების ნაწილი 4 ოქტომბრის აქციაზე ზოგი ღლიცინებს, ზოგი ოპოზიციას მუქარას უთვლის იმის შეხსენებით, რომ მოვლენების რევილუციური, ანუ ძალადობრივად განვითარების შემთხვევაში სამართალდამცავი უწყებები კანონის ფარგლებში იმოქმედებენ და არავის მისცემენ „ხელისუფლების დამხობის შესაძლებლობას.“
4 ოქტომბერს აქციის ორგანიზატორების დისკრედიტაციისთვის სახელისუფლებო პროპაგანდა ხან უკრაინიდან „შემოტანილ ჰეკსოგენისა“ და „ქუჩაში დაგეგმილი არეულობებით“ აშინებს, ხან კიდევ, რით.
ისტორია გვასწავლის რომ მცირე გამონაკლისის გარდა, მშვიდობიანად, არსად არც ერთ ხელისუფლებას ძალაუფლება არავისთვის არ გადაუცია.
გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები 4 ოქტომბრისთვის დაანონსებულ ხელისუფლების სავარაუდო ცვლილებაზე?
– ძალიან მოკლედ გავცემ ამ კითხვას პასუხს. მე არ ვიცი 4 ოქტომბერს ვინ, როგორ და რა მექანიზმების გამოყენებით აპირებს ხელისუფლების ცვლილების მიღწევას და მგონი მე ამ კუთხით გამონაკლისი არ ვარ. სრულ გაუგებრობაში ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილიც.
მათ შორის ისინიც, ვინც პროტესტში არიან ჩართულები. მე ვფიქრობ ოპოზიციის მთავარია მტერია საზოგადოებისთვის არარეალისტური დაპირებების მიცემა, მაღალი მოლოდინების შექმნა, რომელიც მერე არ სრულდება, რაც მომხრეების იმედგაცრუებას და საზოგადეობის ფრუსტრაციას იწვევს.
მხოლოდ ემოციებზე, პროტესტში მონაწილეთა შეუპოვრობასა და სიმტკიცეზე დაფუძნებულ წინააღმდეგობას ხელლისუფლების ცვლილებამდე არ მივყავართ. საჭიროა ბევრად უფრო მოქნილი ტაქტიკა
– „ინტერპრესნიუსთან“ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენ გაქვთ ნათქვამი – „ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს“.
იმისათვის რომ „საქართველომ გააგრძელოს ევროპული გზით სიარული,“ და როგორც თქვენ ამბობთ, არ „ჩაბადეს რუსეთს“, როგორ უნდა იაქტიუროს ქართულმა საზოგადოებამ და რა ტიპის წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას?
– მე მგონი ამ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ დასრულდება ერთი ეტაპი, რომლის შემდეგაც მთლიანად პროდასავლურად განწყობილმა საზოგადოებამ კრიტიკულად უნდა გადავიაზროთ განვლილი გზა.
ალბათ, რაღაცეებზე ლაპარაკის საშუალება ოქტომბრის შემდეგ გაჩნდება, მათ შორის როცა გადავივლით იმ მოლოდინებს, რასაც 4 ოქტომბრის თარიღით ქმნის ოპოზიციის ნაწილი. ახლა მხოლოდ ერთს ვიტყვი, რომ მხოლოდ ემოციებზე, პროტესტში მონაწილეთა შეუპოვრობასა და სიმტკიცეზე დაფუძნებულ წინააღმდეგობას ხელლისუფლების ცვლილებამდე არ მივყავართ. საჭიროა ბევრად უფრო მოქნილი ტაქტიკა.
ოპოზიციისგან განსხვავებით ხელისუფლებამ აჩვენა, რომ ჯერ ჯერობით იცის როგორ იმუშაოს ელექტორატთან, მათ შორის საზოგადეობისთვის ქვეყანაში წლობით გაბატონებული პროდასავლური იდეოლოგიის ალტერნატიული, ანტიდასავლური დღის წესრიგის შეთავაზებით.
თავის დროზე არავინ მიაქცია ყურადღება, რომ საქართველოში 2008 წელს ჩატარებულ რეფრენდუმზე მოსახლეობის 28% -მა ნატო-ში გაწევრიანების წინააღმდეგ მისცა ხმა. ყველა აღფრთოვანებული იყო იმით, რომ მომხრე იყო 72%. ამ 28%-ის პოზიცია წლების განმავლობაში იყო იგნორირებული და მარგინალიზებული.
ფაქტობრივად, ამ ხალხის აზრი იყო ჩახშობილი. მათთან არც ერთი პოლიტიკური პარტია არ მუშაობდა, არავის უცდია ამ ხალხის პოზიციის გაგება, მათი გადარწმუნება. ამ პოზიციის მატარებლები პრაქტიკულად იგნორირებული და გარიყული იყვნენ პოლიტიკური ველიდან.
„ქართულმა ოცნებამ“ კარგად დაინახა რომ ეს 28% , შესაბამისი პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, არის გარანტირებული საბაზისო ელექტორატი ძალაუფლების შესანარჩუნებლად და აქცენტი სწორედ მათი მხარდაჭერის მოპოვებაზე გააკეთა.
შესაბამისად, ის მკვეთრი ანტიდასავლური მესიჯები, რომლებიც ბოლო წლების გაჟღერდა „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან, ქვეყნის შიგნით სწორედ ამ ელექტორატის მხარდაჭერის მოპოვების მიზანს ემსახურება.
საზოგადოების აზროვნების ფსკერზე ჩაფლულ-ჩამალული ანტიდასავლიური ფობიები და მითები „ქართულმა ოცნებამ“ მარგინალური, სასირცხვილო იდეოლოგიიდან, საკუთარი სპიკერების, სოციალური ქსელებისა და პროსახელისუფლო მედიების მეშვეობით მეინსტრიმულ პოლიტიკურ გზავნილებად აქცია. „ქართული ოცნება“ ცდილობს ეს იდეოლოგია მთელ საზოგადოებას მოახვიოს თავზე და სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედად აქციოს.
ამ პოლიტიკასთან დაპირისპირება მხოლოდ მიდგომით, რომ „ვინც ასე ფიქრობთ ყველა რუსეთი აგენტები ხართ“, არის შეცდომა, კონტროპროდუქტიულია და მხოლოდ „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხავს წყალს.
სერიოზული მუშაობაა საჭირო იმისთვის, რომ ხელისუფლების პროპაგანდისტულ მანქანას წინ აღვუდგეთ და არ მივცეთ მოსახლეობის კიდევ უფრო მეტი ნაწილისთვის ანტიდასავლური იდეების თავსმოხვევის საშუალება.
ზერელეობა, არასერიოზული და აგდებული დამოკიდებულება ხელისუფლების პორპაგანდისტული მანქანის და მათი მესიჯების მიმართ ოპოზიციას საპარლამენტო არჩევნებზე საკმაოდ ძვირად დაუჯდა. ახლა იგივე საფრთხე ემუქრება საპროტესტო მოძრაობასაც.
ამიტომ სერიოზულად არის ჩამოსაყალიბებელი საპროტესტო მოძრაობის როგორც ბრძოლის ტაქტიკა, ისე საზოგადოებასთან კომუნიკაციის სტრატეგია. ეს არის ახლა, ჩემი აზრით, ნომერ პირველი ამოცანა.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი
