ირაკლი კუპრაძე: ფარცხალაძის წითელ მოედანზე გამოჩენდა მტკიცებულებაა, რომ ივანიშვილი კრემლიდან იმართება

ფარცხალაძის წითელ მოედანზე გამოჩენდა მტკიცებულებაა, რომ ივანიშვილი კრემლიდან იმართება, – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ლიდერი ირაკლი კუპრაძე საუბრობს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ვიდრე ქვეყნის მართვის სადავეები “ოცნების” ხელშია, საქართველოს ეროვნული ინტერესები მუდმივად შელახული იქნება.

9 მაისს ფარცხალაძის ვიზიტი და გამოჩენა წითელ მოედანზე, კრემლის ტრიბუნებზე პუტინთან ერთად, ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რასაც “ლელო” და ჩვენი ლიდერები დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდნენ: ეს არის ფაქტობრივი მტკიცებულება, რომ იმართება კრემლიდან, ის დავალებებს ღებულობს და ემსახურება კრემლის და პუტინის ინტერესებს, “ლელო” ემსახურება საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს. სანამ ბიძინა ივანიშვილი არ ჩამოშორდება ხელისუფლებას, საქართველოს მართვის სადავეებს, საქართველოს ეროვნული ინტერესების იქნება მუდმივად შელახული, – ამბობს ირაკლი კუპრაძე. 

ბიძინა ივანიშვილის სანდო კაცი, ოთარ ფარცხალაძე 9 მაისს პუტინის აღლუმზე იმყოფებოდა – საქართველოს ყოფილი პროკურორი მოსკოვში, დილის 10:00 საათზე წითელ მოედანზე, პრორუსული პარტიის “სოლიდარობა მშვიდობისთვის” ლიდერთან, მამუკა ფიფიასთან ერთად იმყოფებოდა.  კადრების მიხედვით, ფარცხალაძე მარჯვენა ტრიბუნაზე იკავებს ადგილს, სადაც მმართველ ელიტასთან დაახლოებული პირები სხედან.

კადრების გაშიფვრის შემდეგ, “შაბათის ეთერმა” საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს პუტინის აღლუმზე ფარცხალაძის ყოფნის დამდასტურებელი მტკიცებულებები აჩვენა.  “წითელ მოედანზე” გადაღებულმა კადრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დააბნია. ანრი ოხანაშვილის  მსგავსად ყოფილ თანაგუნდელზე საუბარს თავს არიდებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შეფიც.

წყარო