ირაკლი კუპრაძე – სამარცხვინო რეალობაა, რომ ე.წ. ხელისუფლება კერძო პროექტის პრომო-გუნდად იქცა – ირაკლი კობახიძის მიზანია, საპარლამენტო ტრიბუნა გამოიყენოს იმისთვის, რომ „იგლ ჰილსის“ პროექტზე თქვას ტყუილი

ე.წ. ხელისუფლება ერთი კერძო არაბული პროექტის პრომო-გუნდად იქცა, რომელიც მათ არეკლამებს და თან ამ ყველაფერში ჩართულია ქვეყნის ე.წ. პირველი პირი, ე.წ. პრემიერი , – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რითაც 26 ნოემბერს, პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინტერპელაციის წესით დაგეგმილ მოსმენას გამოეხმაურა, სადაც ერთ-ერთი განსახილველი საკითხი Eagle Hills-ის პროექტი იქნება.
მისი თქმით, ინტერპელაციის საშუალებით „ქართული ოცნება“ პროპაგანდისა და ტყუილის გავრცელებას ეცდება.
„ივანიშვილისა და მისი გუნდის ერთადერთი მიზანია, რომ ინტერპელაციის საშუალებით კიდევ ერთხელ „გააპრავოს“ და საპარლამენტო ტრიბუნა გამოიყენოს იმისათვის, რომ მრავალგზის თქვას ერთი და იმავე პროპაგანდა და ტყუილი.
სამარცხვინო და სამწუხარო რეალობაა, რომ ე.წ. ხელისუფლება ერთი კერძო არაბული პროექტის პრომო-გუნდად იქცა, რომელიც მათ არეკლამებს და თან ამ ყველაფერში ჩართულია ქვეყნის ე.წ. პირველი პირი, ე.წ. პრემიერი ირაკლი . ეს ყველაფერი კი დამღას ასვამს იმას, რომ ქვეყანაში ხელისუფლება არ არსებობს.
არალეგიტიმური ხელისუფლების მიზანი კორუფციული და კრიმინალური ინტერესების გატარებაა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მათ კერძო ინტერესებს ემსახურება“,- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
ინფორმაციისთვის, 26 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრ ს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოუსმენენ. როგორც უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, ინტერპელაციის საკითხი ორ თემას შეხება, ეს არის განათლების რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა და Eagle Hills- ის პროექტთან დაკავშირებული საკითხი.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

ბერდია სიჭინავა – ჩორჩანას საქმეზე, ბრალდების მხარემ, ფაქტობრივად ჯერ ვერ ვიპოვეთ საკმარისი მტკიცებულებები და გამოძიება 2 თვით უნდა გავაგრძელოთო – იმედს ვიტოვებ, გახარიას წინააღმდეგ მტკიცებულებებს ცხინვალიდან არ ელოდებიან

სალომე სამადაშვილი – ევროკავშირი ითხოვს არა სანქციების დაწესება, არამედ შეიქმნას ეკონომიკური რეჟიმი, რომელიც დაგვიცავს, არ მოხდეს ქვეყნის გამოყენება სანქციებისგან თავის ასარიდებლად – მაქვს ეჭვი, არაბული ინვესტიციაც რუსული ფულის გათეთრების საშუალებაა