ირაკლი კოპლატაძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს – მან სლოვენიაში დიპლომატიური მისია 2023 წლის 3 დეკემბერს დაასრულა – საგარეო უწყება

ირაკლი კოპლატაძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს – მან სლოვენიაში დიპლომატიური მისია 2023 წლის 3 დეკემბერს დაასრულა – საგარეო უწყება
ირაკლი კოპლატაძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს – მან სლოვენიაში დიპლომატიური მისია 2023 წელს დაასრულა, – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ირაკლი კოპლატაძემ სლოვენიის რესპუბლიკაში დიპლომატიური მისია დაასრულა 2023 წლის 3 დეკემბერს და მას შემდეგ, ექვს თვეზე მეტია იმყოფება საქართველოში, დიპლომატიურ რეზერვში, შესაბამისად მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ირაკლი კოპლატაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ევროპაში საქართველოს დიპლომატიურ მისიებში 18-წლიანი საქმიანობის შემდეგ დღეს უკვე ფორმალურად დაუბრუნა დიპლომატიური პასპორტი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

ასევე დაგაინტერესებთ

პიტერ სიიარტო ანდრეი სიბიგას: თქვენი გაზის იმპორტის 58% და ელექტროენერგიის იმპორტის 44% უნგრეთიდან მოდის, ცოტა უფრო მოკრძალებული უნდა იყოთ – არაერთხელ გითხარით, თქვენი ომი რუსეთთან, არ არის ჩვენი ომი