ირაკლი კობახიძის ცნობით, დავით ხიდაშელს საიდუმლო ინფორმაციაზე არ ჰქონდა წვდომა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი აცხადებს, რომ თავდაცვის მინისტრის ყოფილ მრჩეველს, დავით ხიდაშელს, სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონია. ეს არის მისი პირველი საჯარო კომენტარი მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ში ომის დაწყების შემდეგ სანქცირებულ რუს ოლიგარქთან დაკავშირებული ბიზნესმენი წლების განმავლობაში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩევლად მუშაობდა.
„თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ტექსტში ძალიან მკაფიოდ ეწერა, რომ არავითარ ინფორმაციაზე, მით უმეტეს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონია დავით ხიდაშელს. რაც შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებას, ჩვენ ვართ პასუხისმგებლები საკუთარ გადაწყვეტილებებზე. საბოლოო ჯამში, გვქონდა მსჯელობა ამ თემასთან დაკავშირებით. იყო გარკვეული შრომითი ურთიერთობა, რომელიც შეწყდა თებერვლიდან“, – განაცხადა მ.
„მთავარმა არხმა“ 14 მარტს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დავით ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის მრჩევლად მუშაობდა.15 მარტს ეს ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა დაადასტურა და მიუთითა დასაქმების პერიოდი – 2020 წლიდან 2024 წლის თებერვლამდე. სწორედ ამ პერიოდში მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდნენ და ჯუანშერ ბურჭულაძე.
ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრი იყო 2019 წლის სექტემბრიდან. მისი გაპრემიერების შემდეგ, 2021 წლის 22 თებერვლიდან ამ თანამდებობას ჯუანშერ ბურჭულაძე იკავებდა.
“საჯარო სამსახურის შესახებ” (მუხლი 81) საქართველოს კანონის მიხედვით, თუ მინისტრი ტოვებს თანამდებობას, ავტომატურად გათავისუფლებულად ითვლება მისი მრჩეველიც. გამოდის, რომ ხიდაშელის დანიშვნის გადაწყვეტილება თავდაცვის სამინისტროში ორივე ყოფილმა მინისტრმა მიიღო.
თავდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ახალი მინისტრის დანიშვნის შემდეგ ხიდაშელი აღარ არის მრჩეველი.
დავით ხიდაშელი დაკავშირებულია რუს ოლიგარქ ვლადიმირ ევტუშენკოვთან. ევტუშენკოვი, მსხვილი რუსული კორპორაცია „სისტემის“ მფლობელი, ს უკრაინაში შეჭრის შემდეგ ერთ-ერთი პირველი იყო, ვისაც ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა.
ხიდაშელის სახელი და გვარი უკავშირდება ე.წ. კარტოგრაფების საქმეს – ის მთავარი მოქმედი პირია, გამოძიება მის მიერ რუსეთში მოპოვებული რუკების საფუძველზე დაიწყო.
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის შეფასებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში ეს საქმე ცალსახად პოლიტიკურად მოტივირებული იყო. თავად დავით ხიდაშელის თქმით, რუკების მოპოვება მას პარტია “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა, სთხოვა.