ირაკლი კობახიძის მონაწილეობა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაში, არის კიდევ ერთი ღია განაცხადი იმისა, რომ ევროპა ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური არჩევანია

ირაკლი კობახიძის მონაწილეობა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაში, არის კიდევ ერთი ღია განაცხადი იმისა, რომ ევროპა ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური არჩევანია
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ს გამოკვეთილად ზუსტი პოლიტიკური გზავნილები ჰქონდა ევროპისადმი. მან თქვა, რომ ქართულ სახელმწიფოს სჭირდება მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება და ევროპის ერთიანი ბაზრის წევრობა. ასევე გამოხატა მზაობა ყველა იმ რეფორმისათვის, რაც ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას დასჭირდება, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი , საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგთან დაკავშირებით.
მეგრელიშვილმა აღნიშნა, რომ ამ შეხვედრის ფარგლებში საერთაშორისო პლატფორმიდან კიდევ ერთხმად დადასტურდა, რომ საქართველო არის ევროპული ოჯახის ნაწილი და იმსახურებს გახდეს მისი წევრი. „საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ვიზიტი ევროკავშირის ადმინისტრაციულ ცენტრში, ბრიუსელში და მონაწილეობა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაში, არის კიდევ ერთი ღია განაცხადი იმისა, რომ ევროპა ქართულ სახელმწიფოს პოლიტიკური არჩევანია.
საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას ევროკავშირში ინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად და საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით მუშაობას განაგრძობს იმისთვის, რომ გაიხსნას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები. ირაკლი კობახიძე პოლიტიკური ქცევის მაღალი სტანდარტითა და ლიდერი პოლიტიკოსისათვის დამახასიათებელი სათანადო მანერით, საერთაშორისო პლატფორმიდან მსოფლიოს ღიად ესაუბრება ქართული სახელმწიფოს პოლიტიკურ არჩევანზე, მის მიღწევებსა და საჭიროებებზე. ის სხვა პირებთან ერთად საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ჟოზეფ ბორელს შეხვდა.
მხარეებმა შეხვედრისას მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს და ხაზი გაუსვეს ს მხრიდან 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობას. ევროკავშირის პოზიცია ურყევია და ის მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას. საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს გამოკვეთილად ზუსტი პოლიტიკური გზავნილები ჰქონდა ევროპისადმი. მან თქვა, რომ ქართულ სახელმწიფოს სჭირდება მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება და ევროპის ერთიანი ბაზრის წევრობა. ასევე გამოხატა მზაობა ყველა იმ რეფორმისათვის რაც ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას დასჭირდება. ჟოზეფ ბორელისა და ოლივერ ვარჰეის მოხსენებაში გამოიკვეთა ქართული სახელმწიფოს როლი, ის გახდეს რეგიონში წარმატების ჰაბი ასევე ამ შეხვედრის ფარგლებში საერთაშორისო პლატფორმიდან კიდევ ერთხმად დადასტურდა, რომ საქართველო არის ევროპული ოჯახის ნაწილი და იმსახურებს გახდეს მისი წევრი“, – წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ისინი პირდაპირ გვეუბნებიან, რომ საქართველოს სახელმწიფო არის მეორე, მესამე რიგის სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს უფლება ჰქონდეს ისეთი კანონმდებლობა, როგორიც განვითარებულ სახელმწიფოებს აქვთ

როდესაც ამდენი წლის შემდეგ ისევ საარჩევნო თემით მოდის და ისევ გაყალბებაზე ლაპარაკობს, მინიმუმ, ძალიან უხერხულია და უფრო მეტად უტიფრობასთან გვაქვს აქ საქმე” – რატი იონათამიშვილი EPDE-ის ანგარიშზე

ფაქტია, რომ დამკვირვებლებმა დადებითად შეაფასეს, როგორც საარჩევნო გარემო, ასევე არჩევნების მიმდინარეობის პროცესი, რაც მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში მაღალ დონეზე ჩატარდა

რეალობა ის არის, რომ ქართული „ფარა“ საფრთხეს უქმნის სხვადასხვა მანტიისა და საფარის ქვეშ მოქმედ უცხოურ აგენტურასა და მათ მთავარ წარმომადგენელ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც არანაირად არ სურთ, გაამჟღავნონ საკუთარი დაფინანსება