ირაკლი კობახიძე – 21 თებერვალი ისტორიული დღეა ჩვენი ქვეყნისთვის – პირველი კონსტიტუციის შინაარსი იმის დემონსტრირება იყო, რომ მაშინდელ ქართულ საზოგადოებას სათანადო ღირებულებები ჰქონდა

21 თებერვალი არის ისტორიული დღე ჩვენი ქვეყნისთვის. მაშინდელმა, პირველი რესპუბლიკის ხელისუფლებამ ძალიან დიდი მემკვიდრეობა დაგვიტოვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ბრიუსელში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ისტორიული თარიღი იყო და პირველი კონსტიტუციის შინაარსი ადასტურებს იმას, რომ მაშინდელ ქართულ საზოგადოებას სათანადო ღირებულებები და ძალიან მაღალი სამართლებრივი კულტურა ჰქონდა.
„მაშინდელი კონსტიტუცია ეფუძნებოდა იმდროინდელ ცივილიზებულ სამყაროში აღიარებულ პრინციპებს, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს და შესაბამისად, ეს იყო ის დოკუმენტი, რომელმაც შექმნა ძალიან მყარი საფუძველი იმისათვის, რომ უკვე 90-იანი წლებიდან ჩვენი კონსტიტუციონალიზმი სწრაფი ტემპით განვითარებულიყო. ჩვენი კონსტიტუციონალიზმის განვითარების ახალი ეტაპი ძალიან მყარ ღირებულებებს უნდა დაფუძნებოდა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ისტორიული თარიღი იყო და თვითონ პირველი კონსტიტუციის შინაარსი იმის დემონსტრირება იყო, რომ მაშინდელ ქართულ საზოგადოებას სათანადო ღირებულებები და ძალიან მაღალი სამართლებრივი კულტურა ჰქონდა”, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ონისე ცხადაძე პოლიციელს – ვითომ ტერორისტები დაიჭირეთ აქ – როცა მცემეს, რუსთაველის მეტრომდე ვირბინე, პატრულის თანამშრომლები ჯიბეებში ხელჩაწყობილი უყურებდნენ, გქონდათ თუ არა დავალება, მსგავს სიტუაციაში არაფერი მოგემოქმედათ?

მამუკა ხაზარაძე – რატომ არ იბარებენ იმ ხალხს სასამართლო დარბაზში, ვისაც აქვს პრეტენზია ჩემსა და ბადრის მიმართ, რადგან ეს არის ერთი „კლანი“ – რით ჯობია წულუკიანი ნებისმიერს, რომელიც სასამართლოზე დადის?