ირაკლი კობახიძე – 2009 წელს ეგონათ, რომ 8 აგვისტოს დაიწყო ომი და 10 წლის მერე გაიგეს, რომ 7 აგვისტოს დაწყებულა? – სამარცხვინოა, მათი მიზანია საზოგადოების გახლეჩვა ყველაფერში

2009 წელს ეგონათ, რომ 8 აგვისტოს დაიწყო ომი და 10 წლის მერე გაიგეს, რომ 7 აგვისტოს დაწყებულა? მათი მიზანი არის ყველაფერში საზოგადოების გახლეჩა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც აგვისტოს ომის დაწყების თარიღს შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, წლების განმავლობაში ომის დაწყების თარიღად სააკაშვილის პარტია 8 აგვისტოს აღნიშნავდა და „ეს ყველაფერი აჩვენებს მათ სამარცხვინო სახეს“.
„ამოიღეთ კადრები 2009 – 2013 წლების, როდის აღნიშნავდა ომის დაწყების თარიღს სააკაშვილის პარტია – ეს იყო 8 აგვისტოს და მერე გაიგეს, 5-6 წლის მერე, რომ 8 აგვისტოს არა, 7 აგვისტოს დაწყებულა ომი? – სამარცხვინოა. ეს ყველაფერი აჩვენებს მათ სამარცხვინო სახეს, რა უნდა ვთქვა მეტი ამაზე. 2009 წელს ეგონათ, რომ 8 აგვისტოს დაიწყო ომი და 10 წლის მერე გაიგეს, რომ 7 აგვისტოს დაწყებულა? მათი მიზანი არის ყველაფერში საზოგადოების გახლეჩა”,- განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, ირაკლი მ აღნიშნა, რომ, სწორედ, სააკაშვილი იყო საქართველოში ს ინტერესების გამტარებელი.
„ვინც გაატარა რუსეთის ინტერესები საქართველოში 2008 წელს – ეს იყო სააკაშვილის პარტია და . დაკვეთა მიიღეს „დიფ სთეითისგან”, მაგრამ ეს ომი დასრულდა იმით, რომ რუსეთის ფედერაციამ მოახდინა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, ამის შემდეგ მოხდა ე.წ. აღიარება და ა.შ. სააკაშვილის რეჟიმმა ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც თვითონვე აღიარა, რომ თავად დაიწყეს ომი”,- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.