– ჯო უილსონი პირველ რიგში არის „დიფ სთეითის“ აგენტი და შემდეგ დაფინანსებული ლობისტი, როგორც და – გუშინ ვაშინგტონში თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები ვიხილეთ

ჯო უილსონს რაც შეეხება, ის პირველ რიგში არის „დიფ სთეითის“ აგენტი და შემდეგ არის დაფინანსებული ლობისტი, ისევე, როგორც სალომე ზურაბიშვილის და , ჩვენ ვიხილეთ თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები გუშინ, ვაშინგტონში, – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ჰესლინკის კომისიაში გამართულ მოსმენაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, როდესაც ქართველი სახეს კარგავს, პირდაპირ უპირისპირდება ეროვნულ ინტერესებს, ეს ტრაგიკული მოვლენაა.
„ჯო უილსონს რაც შეეხება, ის პირველ რიგში, არის „დიფ სთეითის“ აგენტი და შემდეგ არის დაფინანსებული ლობისტი, ისევე, როგორც და თინა ხიდაშელი, ჩვენ ვიხილეთ თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები გუშინ, ვაშინგტონში. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ქართველი კარგავს სახეს, ქართველი პირდაპირ უპირისპირდება ეროვნულ ინტერესებს. ეს ტრაგიკული მოვლენაა, თუმცა, ეს მათი ტრაგედიაა.
მოღალატე მათ გარდა ბევრია. ამ ორის გარდა მოღალატე ძალიან ბევრია რადიკალურ ოპოზიციაში. მხოლოდ ორი არ არის. რაც შეეხება ჩვენს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, ჩვენ ვართ ღია, დაველოდებით საპასუხო პოზიციას ამ ყველაფერზე“, – აღნიშნა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო