ირაკლი კობახიძე – ხედავთ, რამდენად ენერგიულად და ეფექტიანად დაიწყო მუშაობა მამუკა მდინარაძემ – ყველამ უნდა დაინახოს, რომ დაუსჯელი ვერ დარჩება კორუფციული დანაშაული

ხედავთ, რამდენად ენერგიულად და ეფექტიანად დაიწყო მუშაობა სუს-ის ახალმა ხელმძღვანელმა, ბატონმა მ, არაერთი კორუფციული ფაქტი გამოვლინდა, რაზეც დაიწყო გამოძიება, მიღებული იქნა შესაბამისი ზომები და ამ მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც სუს-ის საქმიანობას შეეხებოდა.
მისივე თქმით, ყველამ უნდა დაინახოს, რომ დაუსჯელი ვერ დარჩება კორუფციული დანაშაული.
„პრევენციული ეფექტი უნდა ჰქონდეს ამ ყველაფერს, ყველამ უნდა დაინახოს, რომ დაუსჯელი ვერ დარჩება კორუფციული დანაშაული, თუმცა ამასთან ერთად ჩვენ ვიღებთ კონკრეტულ ზომებს, რომ სამომავლოდ მაქსიმალურად დაიხვეწოს ყველა სახელისუფლებო სტრუქტურის საქმიანობა იმისათვის, რომ იყოს მაქსიმალურად ეფექტიანად თავიდან აცილებული ნებისმიერი ასეთი შემთხვევა მომავალში,”- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ჩხეიძე: პროტესტი წარმატებით ახერხებს ბეწვის ხედზე სიარულს. იმედი მაქვს ეს ასეც გაგრძელდება და ქვეყანა თავის სასიცოცხლოდ აუცილებელ მიზანს მიაღწევს და დემოკრატიულ, ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად თავს დააღწევს რუსულ შემოტევას