ირაკლი – ხანუქა არის სიკეთის ბოროტებაზე და სინათლის ბნელზე გამარჯვების დღესასწაული, დღეს ანთებული თითოეული სანთელი ათბობს ადამიანების გულებს და ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება კაცობრიობას

მიხარია, რომ ტრადიცია გრძელდება და ქართველები ებრაელებთან ერთად ვიზიარებთ იმ სიხარულს, რომელიც ხანუქასთან არის დაკავშირებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის დიდ სინაგოგაში, ხანუქას დღესასწაულზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ისრაელს და ებრაელ ხალხს კეთილდღეობა უსურვა.
„ხანუქა არის სიკეთის ბოროტებაზე და სინათლის ბნელზე გამარჯვების დღესასწაული. დღეს კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, რომ ჩვენ გვაქვს თანაცხოვრების, მეგობრობის, ურთიერთსიყვარულის 26-საუკუნოვანი ტრადიცია, რომელიც ჩვენს ხალხებს აკავშირებს. ეს არის უნიკალური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. ეს არის ის მემკვიდრეობა, რომელიც შემოგვინახეს ჩვენმა წინაპრებმა და ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ ამ განსაკუთრებულ მემკვიდრეობას და იმ განსაკუთრებულ სიყვარულს, რომელიც სუფევს ჩვენს ხალხებს შორის. ჩვენ ამას ძალიან ვუფრთხილდებით და მომავალშიც გავუფრთხილდებით. დღეს ანთებული თითოეული სანთელი ათბობს ადამიანების გულებს. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება დღეს კაცობრიობას. ადამიანებს სჭირდებათ მეტი სითბო გულებში და მეტი სიყვარული. მინდა სითბო, სიყვარული და კეთილდღეობა ვუსურვო ისრაელს და ებრაელ ხალხს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

“პრემიერ-მინისტრს ვუთხარით, რომ მინიმუმ უნდა განიხილონ პატიმრების გათავისუფლება, რომლებმაც განაჩენის მინიუმ 50% გაატარეს ციხეში – ისინი ციხეში არიან, ვინაიდან, პოლიტიკურ საქმიანობით იყვნენ დაკავებული”

გიორგი ვაშაძე – თუ საფრთხეს ნამდვილად აღიქვამ, სუს-ში კი არ დაიბარებდი ექსპერტულ საზოგადოებას – როდესაც ეროვნული უსაფრთხოების საკითხია, ერთად უნდა ვმუშაობდეთ, ქვეყნის შიგნით კი არ ვეძებდეთ მტერს