ირაკლი – ხაბეიშვილი წავიდა რისკზე, ამაში გაჰყვნენ ოპოზიციის სხვა ლიდერები და მერე მიატოვეს შუა გზაზე – ხაბეიშვილის ადგილზე მეც ვიქნებოდი განაწყენებული საკუთარ ამხანაგებზე

ხაბეიშვილი წავიდა რაღაც კონკრეტულ გეგმაზე, წავიდა რისკზე, ამაში გაჰყვნენ მას ოპოზიციის სხვა ლიდერები და მერე მიატოვეს შუა გზაზე. ხაბეიშვილის ადგილზე მეც ვიქნებოდი განაწყენებული საკუთარ ამხანაგებზე, მეც გავაკრიტიკებდი ხაბეიშვილის ადგილზე ოპოზიციას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რომელიც ს მიერ დღეს სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას შეეხებოდა.
როგორც მ აღნიშნა, 4 ოქტომბრის აქციას ორგანიზატორები მხოლოდ მას შემდეგ გაემიჯნნენ, რაც დამხობა ჩავარდა.
„ეს იყო დამხობის ღია მცდელობა, პირდაპირ ასე ერქვა იმ აქციას, რომელიც ჩატარდა 4 ოქტომბერს. დამხობის აქციაში მონაწილეობა მიიღეს 3 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა, ექსპრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ა.შ. ამ ადამიანებმა პირდაპირ მიიღეს მონაწილეობა დამხობის აქციაში და მხოლოდ მაშინ გაემიჯნნენ დამხობის ორგანიზატორებს, როდესაც დამხობა ჩავარდა. საზოგადოებამ დაინახა ყველაფერი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საზოგადოების ნდობა ამ ადამიანებს არ აქვთ.
რაც შეეხება იმას, რატომ აკრიტიკებს ხაბეიშვილი ოპოზიციას, მეც გავაკრიტიკებდი ხაბეიშვილის ადგილზე ოპოზიციას. ხაბეიშვილი წავიდა რაღაც კონკრეტულ გეგმაზე, წავიდა რისკზე, ამაში გაჰყვნენ მას ოპოზიციის სხვა ლიდერები და მერე მიატოვეს შუა გზაზე. ხაბეიშვილის ადგილზე მეც ვიქნებოდი განაწყენებული საკუთარ ამხანაგებზე, თუმცა მადლობა ღმერთს ასეთი ამხანაგები მე არ მყავს“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო სხდომაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მიმართა.
„არც მე მინდა ციხეში, ციხე ძალიან საშიშია, მაგრამ შიში საკუთარ თავში უნდა დაამარცხოთ, რადგან საქართველოს ბედი წყდება დღეს. ყურები გამოიჩხრიკეთ! ცოტა აზრზე მოდით! გეყოთ გამბედაობა და გამოდით, რომ ყელყელაობთ ტელევიზორში, ერთიანობაო. ყველა დღე მძიმდება სიტუაცია. როგორ გძინავთ ღამე? – ღამე სახლში უნდა წახვიდეთ და „კაპუჩინო“ უნდა დალიოთ?“- განაცხადა ხაბეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნოდარ ხარშილაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებებზე – რამდენიც არ უნდა უხაროდეთ და გიორგი გახარიას აბრალონ, მაშინ ხელისუფლებაში მათი პარტია იყო

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 15 პირის საქმის პროკურორი არ გამორიცხავს, რომ თუ ბრალდებულები აღიარებენ დანაშაულს და მტკიცებულებებს უდავოდ ცნობენ, შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს