ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამართალი აღსრულდა, ეს არის ჩემთვის, როგორც მთავრობის მეთაურისთვის, მთავარი. სამართლის უზენაესობა უნდა იყოს განუხრელად დაცული.
აქ ჩატარდა მცირე ოპერაცია, მცირე თუ არამცირე, ეს ცალკე საკითხია და, რა თქმა უნდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ეკუთვნის განსაკუთრებული მადლობა, და მის ხელმძღვანელს, ბატონ ანრი ოხანაშვილს, რომელმაც საბოლოო ჯამში უზრუნველყო სამართლის აღსრულება.
რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელი იყო სახელმწიფოსთვის ის ფორმა, რა ფორმითაც დატოვა ბაჩიაშვილმა ქვეყანა, სწორედ ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რომ აღდგა სამართლის უზენაესობა და კანონი აღსრულდა – ირაკლი კობახიძე პირველი არხის ეთერში, გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებაზე.