ირაკლი : ციხეში არიან კრიმინალები, მათ ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული, როცა არ გამოცხადდნენ საგამოძიებო კომისიაში

ციხეში არიან კრიმინალები, მათ ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული, როდესაც არ გამოცხადდნენ საგამოძიებო კომისიაში და ყველა ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, ამასთან დაკავშირებით არსებობს რეაგირების ზომები, ისჯება სისხლისსამართლებრივი წესით, ჩვენთანაც მოქმედებს ანალოგიური წესი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაკავებულ პოლიტიკოსებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულმა ადამიანებმა ჩაიდინეს დანაშაული და, სწორედ, ამის გამო იმყოფებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
“ბუნებრივია, კანონმდებლობის შესაბამისად, შესაბამის უწყებებს ჰქონდათ შესაბამისი რეაგირება. ადამიანებმა ჩაიდინეს დანაშაული და დანაშაულის გამო იმყოფებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში,”- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: მოკლული შვილის მკვლელობის გამოძიებას ითხოვს. დედის დღეს.. მოკლული შვილის მკვლელობის გამოძიებას… არა დასჯას, დამუქრებას, გაბრაზებას, არამედ უბრალოდ გამოძიებას ითხოვს..