ირაკლი კობახიძე – ციხეში არიან კრიმინალები, ამაზე უნდა შევთანხმდეთ, მათ ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული, როდესაც არ გამოცხადდნენ საგამოძიებო კომისიაში

ციხეში არიან კრიმინალები, ამაზე უნდა შევთანხმდეთ. მათ ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული, როდესაც არ გამოცხადდნენ საგამოძიებო კომისიაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მ ციხეში მყოფ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.
მისი თქმით, „ადამიანებმა ჩაიდინეს დანაშაული და დანაშაულის გამო იმყოფებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში“.
„პირველ რიგში, ციხეში არიან კრიმინალები. ამაზე უნდა შევთანხმდეთ. მათ ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული, როდესაც არ გამოცხადდნენ საგამოძიებო კომისიაში და ყველა ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, ამასთან დაკავშირებით არსებობს რეაგირების ზომები, ისჯება სისხლის სამართლებრივი წესით. ჩვენთანაც მოქმედებს ანალოგიური წესი და ბუნებრივია, კანონმდებლობის შესაბამისად, შესაბამის უწყებებს ჰქონდათ შესაბამისი რეაგირება. ადამიანებმა ჩაიდინეს დანაშაული და დანაშაულის გამო იმყოფებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეგი გოცირიძე: ერთი ისტორია გამახსენდა, რაც 2007 წლის გაზაფხულზე მოხდა, როცა რამდენიმე პარლამენტარს ჯანდაცვის კომიტეტიდან გვთხოვა მიშამ ერედვში, ქურთასა და თამარაშენის მოსახლეობაში ძალიან ემოციური ფონია და იქნებ ჩახვიდეთ და მიხედოთო..