“კი თუ არა კითხვაზე აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი. ჩვენ დიდ ჰესებზე უნდა დავიწყოთ მუშაობა, თუ არ უნდა დავიწყოთ მუშაობა – ეს დღეს უნდა ვთქვათ, თორემ ისე გამოდის, რომ არ გვექნება არავითარი მიმართულება. ეს დღესვე უნდა გადავწყვიტოთ – კი თუ არა – დღეს უნდა ვიცოდეთ… დღეს უნდა იცოდეს სახელმწიფომ, ქვეყანამ – დიდ ჰესებზე უნდა დაიწყოს მუშაობა, თუ არ უნდა დაიწყოს – ამ კითხვას ვერ გავექცევით ვერავინ. ჩვენი პასუხი არის ძალიან მკაფიო – კი, იმიტომ რომ დიდი ჰესების გარეშე ამ სექტორში სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული და ეს არის ჩვენი გეგმა” – ამბობს ირაკლი კობახიძე.




