ჩვენ გვაქვს ორი მთავარი ქართული ოცნება – ეს არის ჩვენს ქვეყანაში სიღარიბის საბოლოოდ დაძლევა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა! – ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას გააკეთა.
კობახიძის თქმით, საქართველოს მთავრობის მხრიდან ყველა ის ნაბიჯი იდგმება, რომელიც საბოლოო ჯამში, “ამ ორი ქართული ოცნების ასრულებისკენ არის მიმართული“.
“სიღარიბის დაძლევის მიმართულებით ძალიან სწრაფი ტემპით მივდივართ და საშუალოვადიან პერსპექტივაში მიზნის სრულად მიღწევის საშუალება გვექნება.
ჩვენი ეროვნული ოცნება არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. საქართველოს მთავრობის მხრიდან ყველა ის ნაბიჯი იდგმება, რომელიც საბოლოო ჯამში, ამ ორი ქართული ოცნების ასრულებისკენ არის მიმართული.
დარწმუნებული ვარ, საერთო ძალისხმევით და გუნდური მუშაობით ყველა ეს მიზანი მიღწეული იქნება. გაგრძელდება ქვეყნის წინსვლა და განვითარება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
