: შანტაჟი, ზეწოლა, მუქარა, რაც ხორციელდება საქართველოს წინააღმდეგ, საერთოდ არ მოქმედებს, ოპოზიციას უწევს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს არჩევნების ლეგიტიმაციის საყოველთაო აღიარებას

ირაკლი : შანტაჟი, ზეწოლა, მუქარა, რაც ხორციელდება საქართველოს წინააღმდეგ, საერთოდ არ მოქმედებს, ოპოზიციას უწევს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს არჩევნების ლეგიტიმაციის საყოველთაო აღიარებას
შანტაჟი, ზეწოლა, მუქარა, რაც ხორციელდება საქართველოს წინააღმდეგ, საერთოდ არ მოქმედებს, ოპოზიციას უწევს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს არჩევნების ლეგიტიმაციის საყოველთაო აღიარებას, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რეალურად ოპოზიცია არის გაკოტრებული.
„ერთადერთი ვინც მათ ასულდგმულებს, ესენი არიან გარე პატრონები, თუმცა ესეც არის აბსოლუტურად სუსტი იარაღი. საბოლოო ჯამში ოპოზიციას უწევს პარლამენტის აღიარება, ჯერ „ლელომ“ აღიარა არჩევნების ლეგიტიმურობა, როდესაც მათ ისარგებლეს საკუთარი კვოტით საარჩევნო ადმინისტრაციაში და ახლა ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელმაც უარი თქვა დაფინანსებაზე, იყო გვარამიას პარტია. ყველა დანარჩენმა აღიარა არჩევნების შედეგები. ეს ნიშნავს იმას, რომ ის შანტაჟი, ზეწოლა, მუქარა, რაც ხორციელდება საქართველოს, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, საერთოდ არ მოქმედებს, ოპოზიციას უწევს ისეთ ნაბიჯების გადადგმა, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს არჩევნების ლეგიტიმაციის საყოველთაო აღიარებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა