ირაკლი კობახიძე – შანტაჟის ენით საუბარი, რევოლუციის მცდელობებთან ერთად ადრეც იყო – ქართველი ხალხის და ამ ხელისუფლების მიმართ შანტაჟის ენა არ ჭრის

შანტაჟის ენით საუბარი, რევოლუციის მცდელობებთან ერთად ადრეც იყო – ქართველი ხალხის და ამ ხელისუფლების მიმართ შანტაჟის ენა არ ჭრის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ დასავლელი პარტნიორების მხრიდან სავარაუდო სანქციებზე საუბრისას განაცხადა.
კობახიძის თქმით, დღეს ქვეყანას ჰყავს დამოუკიდებელი და სუვერენული ხელისუფლება, ქართველი ხალხიც გამოცდილია, რომელსაც აქვს თავისი ღირსება, ამიტომ შანტაჟის ენით საუბარი არ ღირს.
„შანტაჟის ენით საუბარი, რევოლუციის მცდელობებთან ერთად ადრეც იყო. 2020 წელს გვესაუბრებოდნენ შანტაჟის ენით, ასევე 2021-22-23-ში. ქართველი ხალხის და ამ ხელისუფლების მიმართ შანტაჟის ენა არ ჭრის იმიტომ, რომ დღეს ქვეყანას ჰყავს დამოუკიდებელი და სუვერენული ხელისუფლება და ეს ხალხიც გამოცდილია, რომელსაც აქვს თავისი ღირსება, ამიტომ ჩვენთან შანტაჟის ენით საუბარი არ ღირს.
რაც შეეხება თვითონ კანონის ამოქმედებას, იცით, რომ კანონის მიღებას სჭირდება დრო. აქედან კიდევ 2 კვირა, მერე კიდევ 4 კვირა და მერე კიდევ ხელის მოწერას სჭირდება დრო. ამის შემდეგ კიდევ სამი თვე სჭირდება, ვიდრე დეკლარაციის შევსების ვადა მოვა. თუ არ ვცდები, ეს ყველაფერი გადადის სექტემბრის ბოლომდე. არსებითად, დრო არსებობს ხომ? – თუ ზუსტად არ იციან ჩვენმა რადიკალურმა ოპონენტებმა, რომ გარანტირებულად აგებენ არჩევნებს, მაშინ რა აწუხებთ? მოვიდნენ ხელისუფლებაში და ნოემბერში შეცვალონ კანონი. ზუსტად იციან, რომ არჩევნების მოგების შანსი არ აქვთ. ეს ყველაფერი ცხადია, თვითონ ხომ იციან საკუთარი რეიტინგი? ჩვენ რომ დაგვიფიქსირდა 61,5% ხომ ვიცით, რა გამოდის მათი რეიტინგი? მთელი ოპოზიციის რეიტინგი დაახლოებით 25% გამოდის. ამ ვითარებაში არავითარი იმედი არ აქვთ, რომ არჩევნებს მოიგებენ“, – აღნიშნა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ტაბლიაშვილი: ვიკითხოთ, რაზე თუ რეიზა გამოცა ხალხი ქუჩაში და… მე ჩემს აზრს გეტყვით – მხოლოდ მაშინ, როცა ესენი მოგვცემენ საბაბ-მიზეზს, და ეს შეიძლება იყოს… საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება!

ვოლოდიმირ ზელენსკი – უნდა იყოს ცეცხლის შეწყვეტა და უსაფრთხოების საიმედო გარანტიები უკრაინისთვის, რაზეც ტრამპმაც გამოხატა მხარდაჭერა, რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ვეტოს უფლება უკრაინის ევროპულ და ნატო-ს პერსპექტივაზე – პუტინი ვერავის მოტყუებას ვერ შეძლებს