ირაკლი კობახიძე – ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიგვეღო – მოდუნებას არ ვაპირებთ, წინ გასავლელია გზა იმისათვის, რომ საბოლოოდ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა

ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიგვეღო. მადლობას გადავუხდი ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ევროკავშირის ელჩს, ამერიკის ელჩს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მინიჭებას გამოეხმაურა.
მისივე განცხადებით, საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება.
„ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიგვეღო. მადლობას გადავუხდი ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში. მადლობას ვუხდი, რა თქმა უნდა, მთავრობას, პრემიერ-მინისტრს, მთავრობის წევრებს, ჩვენს კოლეგებს, პარლამენტარებს, ვინც ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიგვეღო. უამრავი საჯარო მოხელე იყო ჩართული ამ გამარჯვების მოპოვებაში. ძალიან დიდი მადლობა მათ. ჩვენს მეგობრებს, ჩვენს ევროპელ პარტნიორებს მადლობა მინდა გადავუხადო. ძალიან ბევრი ადამიანი გულშემატკივრობდა ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ევროკავშირის ელჩს, ს. მან ძალიან ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენ დღეს კანდიდატის სტატუსი გვეზეიმა. ასევე, მადლობას ვუხდი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს. ასევე, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ელჩს, რომელიც ჩვენს ქვეყანას განსაკუთრებულად გულშემატკივრობდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. ძალიან ბევრი ადამიანი იყო მთლიანად ჩართული ამ პროცესში.
ჩვენ, რა თქმა უნდა, მოდუნებას არ ვაპირებთ, წინ გასავლელია გზა იმისათვის, რომ საბოლოოდ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. უახლოეს პერიოდში შესასრულებელია 9 პრიორიტეტი, რომელიც წარმოადგინა ევროკავშირმა. ბუნებრივია, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადებში, ყოველ ჯერზე წავიწიოთ წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით, გაიხსნას მოლაპარაკებები საქართველოსთვის. საბოლოო მიზანი, რა თქმა უნდა, ევროკავშირში გაწევრიანებაა. ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერი გაკეთდება“,- განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ