ირაკლი კობახიძე – ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა, დარბევა და მოროდიორულად მისაკუთრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღევანდელი „რადიკალური ოპოზიციის“ დამოკიდებულება მედიისადმი ყველას ახსოვს და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება.
როგორც ირაკლი მ აღნიშნა, „რადიკალური ოპოზიციის“ ეს დამოკიდებულება რიგითი „ნაციონალების“ ქმედებებზეც აისახება შეკრებების დროს.
„თქვენ გახსოვთ დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რა გააკეთეს ჯერ „რუსთავი 2“-თან მიმართებით, როცა კანონიერ მფლობელს წაართვეს ეს ტელევიზია, მანამდე საზოგადოებრივ მაუწყებელში შევიდნენ და „ნაცმოძრაობამ“ მიისაკუთრა საზოგადოებრივი მაუწყებელიც, „იბერიას“ და ა.შ. აღარ მოვყვები და ბოლოს კულმინაცია იყო „იმედში“ პირდაპირ სპეცრაზმით შეჭრა, „იმედის“ დარბევა და „იმედის“ მოროდიორულად მისაკუთრება მისი კანონიერი მფლობელებისგან, ეს იყო მათი დამოკიდებულება დამოუკიდებელი მედიის მიმართ და ეს დამოკიდებულება გრძელდება. ეს ხომ შემთხვევით არ ხდება, ეს არის ზოგადად რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიის მიმართ, მედიის თავისუფლების მიმართ. სამწუხაროა, რომ ეს დამოკიდებულება აისახა რიგითი „ნაციონალების“ ქმედებებზეც შეკრებების დროს. ე.წ. გულწრფელი ახალგაზრდების ქმედებებზეც აისახა შეკრებების დროს, როდესაც ეს ე.წ. გულწრფელი ახალგაზრდები და სინამდვილეში დიმა ჩიქოვანის მიერ ათას ლარად დაფინანსებული კონკრეტული ახალგაზრდები, თავს ესხმოდნენ „იმედს“ და სხვა ტელევიზიებს“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – სამწუხაროა, რომ ბოლო პერიოდში ევროკავშირის და აშშ-ის დაფინანსება, სულ უფრო ხშირად, ძალადობასთან და ტერორთან ასოცირდება – ორი წელი ამ ყველაფერზე ვაფრთხილებდი ევროკავშირის და აშშ-ის ყველა დონის წარმომადგენელს

“ქართული ოცნების” პრესსამსახური- NED-ის, EED-ის და “სოროსის ფონდის” მიერ დაფინანსებული ორგანიზაციის წევრები სალომე ნიკოლაიშვილი და ზურაბ ბერძენიშვილი მმართველი გუნდის დეპუტატებს ურეკავენ და შეურაცხყოფას აყენებენ