ირაკლი კობახიძე – „ქართულმა ოცნებამ“ თბილისში ხმების რეკორდული მაჩვენებელი მიიღო – ამდენი ხმა თბილისში წინა არჩევნების დროს ჩვენ არ აგვიღია

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისში ხმების რეკორდული მაჩვენებელი მიიღო – ამდენი ხმა თბილისში წინა ს დროს ჩვენ არ აგვიღია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს განუცხადა.
ამბობს იმასაც, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მიღებული ხმები ინდიკატორია იმისა, რომ „ქართული ოცნების“ მიმართ მხარდაჭერა გაზრდილია.
„ჩვენ 2014 წელს 151 ათასი ხმა მივიღეთ, 2017 წელს – 205 ათასი ხმა, 2021 წელს – 193 ათასი. რაც კი თვითმმართველობის არჩევნებზე მიგვიღია ახლა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ეს არის რეკორდული მაჩვენებელი, რაც კი თვითმმართველობის არჩევნებზე დაფიქსირებულა.
რაც შეეხება ციფრებს, ქვეყანაში რეგისტრირებულია დაახლოებით 3 500 000 ამომრჩეველი, თუმცა ქვეყანაში მცხოვრებ ამომრჩედველთა რაოდენობა არის დაახლოებით 2 800 000. დანარჩენი ქვეყნიდან არის გასული. პროცენტები, რაც ს საიტზე ჩანს, პირობითია, რადგან საქართველოში მცხოვრები ამომრჩევლის რაოდენობა არის ბევრად უფრო ნაკლები. მიღებული ხმები საქართველოში რეალურად მცხოვრები ამომრჩევლიდან უნდა ვიანგარიშოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.