– „ქართული ოცნების“ ეროვნული ამოცანა ქვეყანაში ლიბერალური ფაშიზმის საბოლოოდ დამარცხება იქნება, რისთვისაც ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს

ეს კლასიკური ლიბერალური ფაშიზმია, – ასე აფასებს პრემიერ-მინისტრი, საახალწლო ღონისძიებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით მომღერლების მიმართ გავრცელებულ განცხადებებს.
როგორც მ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ეროვნული ამოცანა საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის საბოლოოდ დამარცხება იქნება, რისთვისაც ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს.
„ეს არის იდეოლოგია, რომლის გავრცელებასაც ჩვენს ქვეყანაში გარკვეულწილად წარმატებით ცდილობენ. რა თქმა უნდა, ეს ბულინგიც ამის გამოხატულება არის, თუმცა თქვენ ხედავთ, რომ ამ ბულინგს წარმატება არ აქვს. ჩვენი ერთ-ერთი ეროვნული ამოცანა ამ 4 წლის განმავლობაში იქნება საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის საბოლოოდ დამარცხება და ამ მიზის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა ზაქარეიშვილი – „ქართული ოცნება“ პატიმრებს ამზადებს სავაჭროდ – მისი ამოცანაა, რასაც აკეთებს ლუკაშენკო, ამერიკამ ბელარუსს სერიოზული სანქციები მოუხსნა, ლუკაშენკომ პატიმრები გაუშვა

სალომე სამადაშვილი – პარტიების აკრძალვასთან ტანდემში ოპოზიციონერების სამართლებრივი დევნა ოპოზიციის აბსოლუტური განადგურების მცდელობაა – რუსული პოლიტიკური სისტემის ანალოგის შექმნა მიდის