ირაკლი კობახიძე: ფსიქოტროპული აფთიაქები გეთანხმებით, რომ არის სერიოზული პრობლემა, რომელიც მოსახლეობას აწუხებს

„ფსიქოტროპული აფთიაქები გეთანხმებით, რომ არის სერიოზული პრობლემა, რომელიც მოსახლეობას აწუხებს, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში. აქ ერთი, რაც უნდა ითქვას, არის ის, რომ ჯანდაცვის სამინისტროს გარკვეულწილად შეზღუდული აქვს აფთიაქებში შესვლის ბერკეტი, ანუ რთული ბიუროკრატიული პროცედურების გავლა უწევს, ვიდრე შევა აფთიაქში შესამოწმებლად“, – ამის შესახებ პრემიერობის კანდიდატმა ირაკლი მ პარლამენტში დასმულ კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია ერთობლივი მუშაობა.

„გეთანხმებით, ეს არის სერიოზული პრობლემა, მთავარია სწორი გადაწყვეტა გამოიძებნოს, რომელიც ერთდროულად აფთიაქების ინტერესებსაც დაიცავს და, რაც მთავარია, დაცული იქნება ჩვენი ახალგაზრდების ინტერესები. ახალგაზრდების მხრიდან ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარების დონე არის საკმაოდ მაღალი, რაზეც საზოგადოებაც საუბრობს. ამიტომ ეს საკითხი სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს“, – ამბობს .