ირაკლი კობახიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ პროექტზე – მზად ვართ, რომ დისკუსია ჩვენს ევროპელ, ამერიკელ თუ ადგილობრივ, ქართველ პარტნიორებთან წარვმართოთ – ჩვენი პოზიციები ძალიან მყარია

გამჭვირვალობის შესახებ კანონი სრულად შეესაბამება სამართლიანობის პრინციპებს. ჩვენ გახსნილები ვართ და მზად ვართ, რომ ეს დისკუსია ჩვენს ევროპელ, ამერიკელ თუ ადგილობრივ, ქართველ პარტნიორებთან წარვმართოთ. ჩვენი პოზიციები ძალიან მყარია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ გერმანიის კანცლერ, ოლაფ შოლცთან ერთობლივ ბრიფინგზე, პარლამენტში ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე განცხადებით, გამჭვირვალობას დემოკრატიულ საზოგადოებაში ალტერნატივა არ გააჩნია.
„უკვე აღვნიშნე, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი სრულად შეესაბამება სამართლიანობის პრინციპებს. ჩვენ გახსნილები ვართ და მზად ვართ, რომ ეს დისკუსია ჩვენს ევროპელ, ამერიკელ თუ ადგილობრივ, ქართველ პარტნიორებთან წარვმართოთ, ჩვენი პოზიციები ძალიან მყარია. ერთადერთი რასაც აღნიშნული კანონი ითვალისწინებს, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების ყოველწლიური გასაჯაროება. ვერავინ იტყვის იმას, რომ ფინანსების გასაჯაროება შეიძლება უარყოფითად აისახოს ამა თუ იმ ორგანიზაციის საქმიანობაზე. თუ კი მე რამეს არასწორად ვამბობ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გახსნილები ვართ დისკუსიისთვის. შემიძლია, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ რასაც აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების და შესაბამისი მედიაორგანიზაციების ფინანსების ყოველწლიური გასაჯაროება. აქედან გამომდინარე, თუ შესაბამისი დისკუსია წარიმართება, რაც კანონპროექტის პირველ წელს განხილვისას არ მომხდარა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პოზიციები ძალიან მყარი იქნება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გამჭვირვალობას დემოკრატიულ საზოგადოებაში ალტერნატივა არ გააჩნია“,- განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია: სკალპელით გადაჭრა და დახურა თემა და ყოველგვარი სპეკულაციები, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების კეთილი ზრახვებით ნაკარნახევი არასწორი და კონტრპროდუქტიული რჩევა-დარიგებებიც