ირაკლი კობახიძე უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე – ეს ორმაგი სტანდარტის გამოხატულებაა – მოლდოვა არის გამოცხადებული ახალ დემოკრატიის შუქურად, საქართველოს კი შანტაჟს უპირისპირებენ

მოლდოვა არის გამოცხადებული ახალ დემოკრატიის შუქურად, ისევე როგორც თავის დროზე სააკაშვილის ხელისუფლება იყო გამოცხადებული. საქართველოს შანტაჟს უპირისპირებენ,- ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მან საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე განცხადებები ორმაგი სტანდარტის გამოხატულება და შანტაჟია.
„ესეც ორმაგი სტანდარტის გამოხატულებაა. მოლდოვა კორუფციაშია ჩაფლული, უკიდურესად სუსტი ინსტიტუტები აქვს, არის დსთ-ს წევრი. სანქციები არც მათ დაუწესებიათ. რაც შეეხება ეკონომიკას, ბოლო 4 წელში, 2021-2014 წლებში, მოლდოვის ეკონომიკასთან სხვაობა გავზარდეთ 11 მილიარდ დოლარზე მეტით. ვინც ოპოზიციონერი იყო პარლამენტიდანაც გაუშვეს, არც პოლიტიკური პლურალიზმი, მედია პლურალიზმი.
მოლდოვა არის გამოცხადებული ახალ დემოკრატიის შუქურად, ისევე როგორც თავის დროზე გამოცხადებული იყო სააკაშვილის ხელისუფლება. საქართველოს შანტაჟს უპირისპირებენ“,- აღნიშნა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ