ირაკლი კობახიძე უახლოეს დღეებში აზერბაიჯანსა და სომხეთში ვიზიტს გეგმავს

პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის თქმით, ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ იგი გეგმავს, მეზობელ ქვეყნებში ჩავიდეს. ამის შესახებ მან დღეს, 14 მარტს ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის ცნობით, შაბათს იქნება ვიზიტი აზერბაიჯანში, რასაც ერთ კვირაში მოყვება ვიზიტი სომხეთში.
“მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, აქედან გამომდინარე, შემთხვევითი არ არის, რომ ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ ვიზიტები შედგება მეზობელ ქვეყნებში. შაბათს იქნება ვიზიტი აზერბაიჯანში, ამას მოყვება ერთ კვირაში ვიზიტი სომხეთში. ყველა საკითხზე გვექნება საუბარი, რომელიც უკავშირდება ორმხრივ თანამშრომლობას. ყველაფერი გაკეთდება, რათა გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები და ხელი შევუწყოთ მშვიდობას, სტაბილურობას ჩვენს რეგიონში-სამხრეთ კავკასიაში”, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი პრემიერ მინისტრის რანგში პირველად ბრიუსელს ეწვია. 21 თებერვალს მისი პირველი საგარეო ვიზიტი ევროკავშირის ინსტიტუტების სათაო ოფისებსა და ნატოს შტაბბინაში გაიმართა.