ირაკლი კობახიძე – ტურიზმიდან შემოსავლები 2012 წელს იყო 1,4 მილიარდი დოლარი, 4,5 მილიარდ დოლარამდე იზრდება წელს და 2028 წლისთვის ჩვენი მიზანია, ტურიზმიდან შემოსავლები 6,4 დოლარამდე გაიზარდოს

2012 წელს საქართველოს სტუმრობდა 4,7 მილიონი ვიზიტორი და 2024 წლისთვის, კოვიდით გამოწვეული პრობლემებისა და შემდგომი პროცესების მიუხედავად, დაახლოებით 8 მილიონამდე გაიზარდა ვიზიტორების რაოდენობა და 2028 წლისთვის 11 მილიონ ვიზიტორს უნდა გადავაჭარბოთ, ეს არის აბსოლუტურად რეალური ამოცანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი მ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ტურიზმიდან შემოსავლები 2012 წელს იყო 1,4 მილიარდი დოლარი და 4,5 მილიარდ დოლარამდე იზრდება წელს და 2028 წლისთვის მთავრობის მიზანია, ტურიზმიდან შემოსავლები 6,4 დოლარამდე გაიზარდოს.
„ესეც აბსოლუტურად მიღწევადი მიზანია. რაც შეეხება სასტუმროებს, 2012 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა მხოლოდ 777 განთავსების ობიექტი 23 ათასი ადგილით. წელს უკვე გვექნება 2363 განთავსების ობიექტი, სასტუმრო 108 ათასი ადგილით. ხედავთ, რამდენად დიდია პროგრესი, დაახლოებით 4,5-ჯერ არის გაზრდილი განთავსების ადგილების რაოდენობა ქვეყანაში. 2028 წლისთვის გვექნება 2680 სასტუმრო 142 ათასზე მეტი ადგილით. ესეც აბსოლუტურად რეალური მიზანია. ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში დაახლოებით მილიარდი ლარის ინვესტიცია ჩაიდება შემდეგი 4 წლის განმავლობაში“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – ვერავის მოჰყავს მაგალითი, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული, მე კი უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო წინა ხელისუფლების მიერ სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე კომპანიების რუსებზე გასხვისების შესახებ

ლევან ხაბეიშვილი – კობახიძე-მდინარაძემ აიღო პასუხისმგებლობა ბიძინასთან, რომ რიჟვაძის საქმეს მიხედავენ – ელოდებიან მის გაუმჯობესებას, რათა სიცოცხლის სანაცვლოდ შესთავაზონ გარიგება, რომ ყველაფერი დააბრალოს ოპოზიციასა და ოპოზიციურ მედიებს

კახა კალაძე – ოჯახური ღირებულებების კანონთან დაკავშირებით იყენებენ ნაცად გეგმას, ქილიკით და ღლიცინით უნდათ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ – არც ამ კანონს და არც გამჭვირვალობის კანონს ვიზალიბერალიზაციასთან კავშირი არ აქვს