ირაკლი კობახიძე – სპეკულაციურია განცხადება, რომ შესაძლოა, უნგრეთის პოზიციამ საქართველოს საკითხი დააბრკოლოს – შარშან გამიჯნეს, წელს რატომ არის აუცილებელი, რომ საქართველო მაინცდამაინც ერთ კალათში იყოს მოთავსებული?

სპეკულაციურია ნებისმიერი განცხადება, რომ შესაძლოა, სთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიციამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება დააბრკოლოს – შარშან გამიჯნეს, წელს რატომ არის აუცილებელი, რომ საქართველო მაინცდამაინც ერთ კალათში იყოს მოთავსებული უკრაინასა და სხვა ქვეყნებთან ერთად? რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველ გუნდს აქვს მოლოდინი, რომ ევროკავშირი და უნგრეთი ერთმანეთთან შეთანხმდებიან.
„ასეც და ისეც, რა თქმა უნდა, ეს საკითხი არ უნდა აისახოს საქართველოს თემაზე, მით უმეტეს, რომ შარშანდელი გამოცდილებაც გვაქვს. შარშან უკრაინას და მოლდოვას მისცეს სტატუსი, საქართველოს – არა, ანუ, ავტომატურად არავის უგულისხმია, რომ უკრაინის და მოლდოვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ნიშნავდა. პირიქით, გამიჯნეს აქედან საქართველოს საკითხი. ნუ, შარშან, გამიჯნეს, წელს რატომ არის აუცილებელი, რომ საქართველო მაინცდამაინც ერთ კალათში იყოს მოთავსებული უკრაინასა და სხვა ქვეყნებთან ერთად? რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის და სპეკულაციურია ნებისმიერი განცხადება, რომ შესაძლოა, უნგრეთის პოზიციამ უკრაინასთან დაკავშირებით დააბრკოლოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება,“ – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, მმართველი გუნდის თავმჯდომარე აცხადებს, რომ რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის გასაჯაროების მომხრეა.
„შეიძლება, ევროკომისიის მოთხოვნა იყო, რომ არ გასაჯაროვდეს ვიდრე კონსულტაციები გრძელდება, ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, დოკუმენტი დამტკიცებულია ოფიციალურად სამთავრობო კომისიის მიერ. მე ვარ მომხრე, რომ გასაჯაროვდეს დოკუმენტი, რაც შეიძლება მალე, აქ დასამალი არაფერი არ არის. ეს არის მარტივი დოკუმენტი, სადაც გაწერილია აქტივობები, პასუხისმგებელი სუბიექტები და ვადები,“ – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ჯივიპის” აქტივების მართვის დირექტორი – წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე სამუშაოები ხვალიდან დაიწყება – ჩაირთვება მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 7-საათიანი წყლის მიწოდების რეჟიმი