ირაკლი კობახიძე სომხეთში მიემგზავრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხვალ, 25 მარტს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში ჩავა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი უმასპინძლებს.
დაგეგმილია ირაკლი კობახიძისა და ს შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდება სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ვაჰაგნ ხაჩატურიანს.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც მთავრობის მეთაური ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ფოჩხუა: მაშინ როცა, ევროპაში და ამერიკაში მჯდომარე მომიტინგეებსაც კი სასტიკად უსწორდება პოლიცია, იტალიის ვიცე-პრემიერი გმობს საქართველოში ძალადობას დემონსტრანტების მისამართით-სასაცილოა

საქართველოს უნდა ჩამოერთვასო კანდიდატის სტატუსიო, ეს ის ხალხია, რომლებიც ამბობდნენ, რომ ხელისუფლებას კი არ დაუმსახურებია კანდიდატის სტატუსიო – ხალხს მისცესო და თუ ხალხს მისცეს, მაშინ ახლა როგორ ითხოვთ, რომ ხალხს ჩამოერთვას კანდიდატის სტატუსი?