ირაკლი – სახელმწიფო იყო აბსოლუტურად მართალი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” მიმართ – ვერც ერთი ინვესტორი ვერ მოიზიდეს, ნაცვლად ამისა, დაიწყეს დავა სახელმწიფოსთან და სცადეს ხალხის ფულის მითვისება

სახელმწიფო იყო აბსოლუტურად მართალი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” მიმართ, ყველა პირობა შევუქმენით ჩვენ, კონსტიტუციაშიც კი შევიტანეთ ჩანაწერი იმისათვის, რომ ამ პროექტის განხორციელება გამხდარიყო შესაძლებელი, თუმცა ვერც ერთი ინვესტორი მათ ვერ მოიზიდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს.
კობახიძის თქმით, ნაცვლად ინვესტორის მოძიებისა, მათ დაიწყეს სახელმწიფოსთან დავა და სცადეს ხალხის ფულის უსამართლოდ მითვისება.
„ძალიან მარტივადაა საქმე – სახელმწიფო იყო აბსოლუტურად მართალი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” მიმართ, ყველა პირობა შევუქმენით ჩვენ, კონსტიტუციაშიც კი შევიტანეთ ჩანაწერი იმისათვის, რომ ამ პროექტის განხორციელება გამხდარიყო შესაძლებელი, თუმცა ვერც ერთი ინვესტორი მათ ვერ მოიზიდეს. ამის სანაცვლოდ, დაიწყეს დავა სახელმწიფოსთან და სცადეს, რომ ხალხის ფული, ბიუჯეტის ფული წაეღოთ უსამართლოდ. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მიღებულ იქნა სამართლიანი გადაწყვეტილება და არბიტრაჟმა მიიღო ზუსტად ის გადაწყვეტილება, რაც შეესაბამებოდა სინამდვილეს. ჩვენ შევუქმენით ყველა პირობა კონსორციუმს იმისათვის, რომ მოეზიდათ ინვესტორი, თუმცა, სწორედ, მათ ჩააგდეს ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის. შესაბამისად, არბიტრაჟმა მიიღო აბსოლუტურად ლოგიკური გადაწყვეტილება”, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე ლუკაშენკო – თუ ეს ისეა, როგორც გადმოსცემენ, მაშინ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმა სახელმწიფო ტერორიზმია – ვის აწყობდა ეს? ვის სჭირდებოდა ეს? ვვარაუდობ, რომ იმას, ვინც ვოლოდიმირ ზელენსკის უკან დგას

გივი მიქანაძე – საქართველო შევიდა იმ მცირერიცხოვანი ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც განათლების ხელმისაწვდომობა სახელმწიფოს მიერ მაქსიმალურად უზრუნველყოფილია – განათლების რეფორმის მნიშვნელოვანი ეტაპები 2026 წელს განხორციელდება