ირაკლი კობახიძე – საქართველოს მთავრობა ცალსახად პროევროპულია

საქართველოს მთავრობა ცალსახად პროევროპულია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ იტალიურ სატელევიზიო არხ sky-სთან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს კონსტიტუციაში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად განსაზღვრულია, რომ ყველა ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას.
„ჩვენთვის აქ არჩევანის საკითხი არ დგას, რადგან საქართველოს კონსტიტუციაში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად განსაზღვრულია, რომ ყველა ხელისუფლებამ ძალ-ღონე არ უნდა დაიშუროს, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. მთავრობა ცალსახად პროევროპულია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ბათუმელების“ ინფორმაციით, გამომცემლობის დირექტორმა მზია ამაღლობელმა სახალხო დამცველის წარმომადგენელს განუცხადა, რომ დაკავების შემდგომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას