ირაკლი : საქართველო არის ევროპაში ლიდერი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით

საქართველო არის ევროპაში ლიდერი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს აქვს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გასული 5 წლის განმავლობაში.

„5 წლის მანძილზე ჩვენმა საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9.3% და ჩვენი ნომინალური ეკონომიკა 16 მლრდ დოლარიდან გაიზარდა 37.5 მლრდ დოლარამდე. რა თქმა უნდა, განვითარების ეს ტემპი იძლევა იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტად და კიდევ უფრო აქტიურად ვიზრუნოთ ქვეყანაში ტურიზმისა და ავიაციის განვითარებაზე. დღევანდელი დღეც არის ამის მაგალითი, დღევანდელი დღე გვაძლევს იმის რწმენას, რომ ჩვენი განვითარების ტემპები კიდევ უფრო დაჩქარდება მომავალში. მადლობა ყველას, ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, ეკონომიკის სამინისტროს, ყველას, ვინც ამ ხელშეკრულების მომზადებაში მიიღო მონაწილეობა. წარმატებები მინდა გისურვოთ”, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია