ირაკლი კობახიძე – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს მინდა ვუთხრა, რომ ჩვენს გმირებს არასდროს დავივიწყებთ – ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ნათელი ხსოვნის წინაშე

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს მინდა ვუთხრა, რომ ჩვენს გმირებს არასდროს დავივიწყებთ – ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ნათელი ხსოვნის წინაშე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.
მისივე თქმით, ქართველი ხალხის მეხსიერებიდან არასდროს წაიშლება სამშობლოსთვის თავგანწირვისა და გმირობის მაგალითები.
„დღევანდელი დღე განსაკუთრებული პატივით მინდა მივულოცო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს და მინდა მათ ვუთხრა, რომ ჩვენს გმირებს არასდროს დავივიწყებთ და ყოველთვის სათანადო პატივს მივაგებთ. ქართველი ხალხის მეხსიერებიდან არასდროს წაიშლება სამშობლოსთვის თავგანწირვისა და გმირობის მაგალითები, რომლითაც თითოეული ჩვენგანი ამაყობს. ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ნათელი ხსოვნის წინაშე“,- განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

სოციალური მედია: შვილის ემოციური დასკვნითი სიტყვის დროს მისი მამა, რომელიც მღვდელია და აშკარად არ იზიარებს შვილის იდეებს, წამოდგა და დავითს გაღიზიანებულმა უთხრა “რეებს ლაპარაკობ, საქმეზე გადადიო” და დარბაზიდან ასე გავიდა