არ იმსახურებს თანხმობას საგარეო ვიზიტებზე – არ გვაინტერესებს სად გაემგზავრება და სად – არა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ის მიზეზები დაასახელა, რის გამოც, მისი აზრით, პრეზიდენტი მთავრობისგან საგარეო ვიზიტებზე თანხმობას არ იმსახურებს.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მთავრობისთვის მნიშვნელოვანია, რომ სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფოს ინტერესები არ დააზიანოს.
„ორი მიზეზი, რატომაც სალომე ზურაბიშვილი არ იმსახურებს თანხმობას საგარეო ვიზიტებზე. ერთი არის ის, რომ მან შეგნებულად არაერთგზის დაარღვია კონსტიტუცია, ეს არის პირველი მიზეზი, მეორე მიზეზი არის ის, რომ ის მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აწარმოებდა აგიტაციას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. ბოლო დღეების ჩათვლით ვერ ვათქმევინეთ მას, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებდა. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, არასწორი იქნება. ჩვენ სახელმწიფო ინტერესებზე ვზრუნავთ. არ გვაინტერესებს სალომე ზურაბიშვილი სად გაემგზავრება და სად არა. ეს არ არის ჩვენთვის ამოსავალი წერტილი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფოს ინტერესები არ დააზიანოს“,-განაცხადა კობახიძემ.
მან არ გამორიცხა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ვიზიტი მთავრობის თანხმობის გარეშე კვლავ გააგრძელოს.
„მან არაერთხელ დაარღვია კონსტიტუცია, შეიძლება გააგრძელოს ამ პრაქტიკის მიხედვით მოქმედება. ეს არის მისი საქმე, ამით ის ქვეყანას ვერ დააქცევს. არ იქნება კარგი, ძალიან ცუდი იქნება, თუმცა, ის ამ კუთხით სახელმწიფოს პრობლემებს ვერ შეუქმნის“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)