ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილი აღარაა საინტერესო, შესაბამისად, მის აქტივობებზეც არ მინდა განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება – მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია, უკადრებელს კადრულობს

სალომე ზურაბიშვილი აღარაა საინტერესო, შესაბამისად, მის ამ აქტივობებზეც არ მინდა განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც პრეზიდენტ, ს ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლას ეხებოდა.
როგორც მ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი 29 დეკემბრიდან აქტუალობას დაკარგავს.
„სალომე ზურაბიშვილი აღარაა საინტერესო. პრეზიდენტის თანამდებობაზე მას ორი კვირაც აღარ აქვს დარჩენილი. 29 დეკემბრიდან მთლიანად დაკარგავს აქტუალობას. შესაბამისად, მის ამ აქტივობებზეც არ მინდა განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება.
სალომე ზურაბიშვილი არის მძიმე ემოციურ მდგომარეობაში, ვერ ელევა საკუთარ სკამს. ასე ადამიანი სკამს ეჭიდებოდეს, პირველად ვნახე. ასეთი ემოციური დამოკიდებულება ჰქონდეს საკუთარი სკამის მიმართ, როგორც სალომე ზურაბიშვილს აქვს, პირველად ვნახე. ვერ ელევა საკუთარ თანამდებობას და შესაბამისად, აქვს მძიმე ემოციური მდგომარეობა, კადრულობს ყველაფერ უკადრებელს. დანარჩენი საინტერესო აღარაა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა. მან ევროპარლამენტარებს საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მიაწოდა ინფორმაცია.